სიახლეები
სიახლეები

2023-2024 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად, შესაძლოა, ერთი გამოცდა ჩატარდეს
11-02-2019
-
+


2023-2024 წლიდან შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად, ერთი ცენტრალიზებული გამოცდა დაინერგოს, რომელშიც საგნები და უნარები იქნება კომბინირებული. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

როგორც აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც დაგეგმილია, აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია. მისივე თქმით, ცენტრალიზებულ გამოცდასთან ერთად, შესაძლოა, შემოიღონ უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის საჭირო სხვა დამატებითი კომპონენტებიც.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს, შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია. ამის გარდა, უნდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ცხადია, ეს წელს და მომავალ წელს არ იგეგმება. პრინციპის დონეზე საუბარი არის, რომ მომავალში, მას შემდეგ, რაც სკოლების დონეზე ამ გამოწვევებს მოვაგვარებთ, გახდეს ერთიანი, მსხვილი, კომბინირებული გამოცდა. თუ შევთანხმდით და დავგეგმეთ, შესაძლებელია, 2023-2024 წლისთვის გადავიდეთ ამ მოდელზე",- განაცხადა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება