სიახლეები
სიახლეები

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ნაწილი ზოგადი უნარების გამოცდას აღარ ჩააბარებს
11-02-2019
-
+


საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ნაწილი ზოგადი უნარების გამოცდას აღარ ჩააბარებს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის, გამოცდის ჩაბარების შესახებ  ახალი რეგულაცია ამოქმედდა. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ეს  გამონაკლისია და ამ გამონაკლისის მთავარი საფუძველი  თანაბარი პირობებისა და  ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს  შექმნა და უზრუნველყოფა გახდა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე,  რომლებმაც სწავლის უფლება უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით (იხილეთ ბრძანება №09) სწავლის გაგრძელებას საქართველოში სტუდენტები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის  ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ. ამ გამოცდის  წარმატებით  ჩაბარება გულისხმობს სტუდენტის მხრიდან საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მზაობისათვის მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას.

გამოცდა ჩატარდება 11 თებერვალს და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა (სურვილის შემთხვევაში) აქვს ყველა დარეგისტრირებულ აპლიკანტს“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროსთან რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები და მათი მშობლები ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას მოითხოვდნენ.


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება