სიახლეები
სამასწავლებლო

„პედაგოგებს ახლა უკვე მეტი დრო ექნებათ მოსწავლეებთან სამუშაოდ“ - როგორ აფასებენ დირექტორები დაანონსებულ სიახლეებს
09-02-2019
-
+


Etaloni.ge სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სკოლის ლიდერი დირექტორების მოსაზრებების გაცნობას კვლავაც აგრძელებს...

ამჯერად, გაგაცნობთ წარმატებული მენეჯერების ხედვებს ბოლო დროს დაანონსებულ განათლების რეფორმაზე:

ქუთაისის N14 საჯარო საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე:

 

„საგანმანათლებლო სივრცეში გაჟღერებული რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების გაუქმებაა, რასაც მივესალმები. ახლა პედაგოგები შეძლებენ, მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ ფაქტობრივი და საგამოცდო ინფორმაციის მიწოდებას, არამედ ახალგაზრდებთან მაღალსააზროვნო უნარების განვითარებაზე ზრუნვას, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანია“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ლეკაშვილი:

 

„მივესალმები მასწავლებელთა კრედიტქულების გაუქმებასა, რადგან პედაგოგებს ახლა უკვე მეტი დრო ექნებათ მოსწავლეებთან სამუშაოდ. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სასკოლო გამოცდების გაუქმება. როგორც დირექტორი მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან ძალიან დაძაბული და შრომატევადი გარემო იქმნებოდა ტექნიკური საკითხების მოგვარების კუთხით, მაგრამ, აი, მოსწავლეებზე როგორ აისახება ეს სიახლე, ნამდვილად ვერ გეტყვით“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ნინიძე:

 

„სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. დრო გვიჩვენებს რომელი გადაწყვეტილება იქნება ეფექტური და რომელი- არა. გამოცდებმა თითქოს გამოაცოცხლა მოსწავლე და მასწავლებელი, თუმცა, ვისაც სწავლა უნდა ის ისედაც აქტიურად მეცადინეობს და სხვათა შორის, იმათზე მეტად ნერვიულობს, ვიდრე ნაკლებად მომზადებული მოსწავლე. საბოლოო ჯამში, გამოცდების გაუქმებით, ვფიქრობ, სკოლაში ზედმეტი სტრესი მოიხსნება და მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ვიქნებით ორიენტირებულნი“.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია:

 

„საატესტატო გამოცდების გაუქმება ჩემთვის მისასალმებელი სიახლეა. ეს ცვლილება სკოლას მეტ ავტონომიას მოუტანს, შეგვეძლება თავად ჩავატაროთ გამოცდები და მოსწავლეთა განვითარებისთვის აუცილებელი სხვა აქტივობები. ჩემთვის მთავარი სკოლაში სწავლის ხარისხის ამაღლებაა. ძირითადი პრობლემა ამ მხრივ მოსწავლეთა მოტივაციაა, რაც წარმოუდგენელია პედაგოგთა მოტივაციის გარეშე, ასე რომ, ყველა ცვლილება, იქნება ეს კრედიტქულების გაუქმება თუ სხვა, რომელიც დადებითად აისახება მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაცია-განვითარებაზე, მისასალმებელია“.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი იულო ხელაძე:

„მე-11 და მე-12 კლასებში გამოცდების გაუქმება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. ამ გზით, მოსწავლეებს ძალიან დიდი სტრესი მოეხსნებათ და მეტად იქნებიან სასკოლო პროგრამაზე კონცენტრირებულნი. მასწავლებლებსაც მეტი დრო ექნებათ საინტერესო საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დევაძე:

 

„გაუგებარია რა საჭიროა ზედმეტი სტრესი მაშინ, როდესაც ბავშვი მე-12 კლასამდე მივიდა და კიდევ გამოცდებს ვუწყობთ. რომ არ ესწავლა, ბუნებრივია, ვერ გადავიდოდა კლასიდან კლასში. არსებული მიდგომა ეჭვქვეშ აყენებდა სკოლის კომპეტენციას, ამდენად, ახალ რეფორმას მივესალმები. ჩემთვის ასევე მისაღებია კრედიტქულების გაუქმება, რადგან პედაგოგებმა საკუთარი წინსვლის გამო მოსწავლეები დაივიწყეს და გაკვეთილიდან ტრენინგებზე გადაინაცვლეს. პედაგოგები გაკვეთილებს დაუბრუნდებიან“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნანული ჭიღიტაშვილი:

 

„ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების გაუქმება მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ამ გზით შევძლებთ სასკოლო პროგრამაზე კონცენტრირებას, მეტად მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და მოსწავლეთათვი თავისუფალი გარემოს შექმნას, საკუთარი ინტერესების მიხედვით სასურველი საგნების ჩასაბარებლად. რაც შეეხება კრედიტქულების გაუქმებას, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ტრენინგების მნიშვნელობას არა კრედიტქულები, არამედ მიზანმიმართული და საგნის შესაბამისი წინსვლა უნდა განსაზღვრავდეს“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორი საულ სულაბერიძე:

 

„მივესალმები სიახლეებს და რეფორმებს, რომელიც სასკოლო ცხოვრების განვითარებას ემსახურება. მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, მოსწავლეთათვის კატ-ის გამოცდების გაუქმება კარგ შედეგს არ მოიტანს. ხშირად ახალგაზრდები სწორედ ამ გამოცდების ჩასაბარებლად სწავლობდნენ და მასწავლებელსაც ჰქონდა ბერკეტი, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდა საგნით დაეინტერესებინა“.

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე:

„დაანონსებული ცვლილებებიდან ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რაც თავის თავში სკოლების აშენებასა ან რეაბილიტაციას, საჭირო ინვენტარითა და უკაბელო ინტერნეტით, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვას მოიაზრებს. მოსწავლეთა წარმატების მისაღწევად და ქვეყნის განვითარებისთვის სათანადო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა აუცილებელია“.

დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე:

 

„საატესტატო გამოცდები ამოწმებდა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას და ვერ ამოწურავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალასა და სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, მივესალმები ახალ რეფორმას. ასევე მნიშვნელოვანი ანონსია მასწავლებლებისთვის კრედიტქულების გაუქმება, ვფიქრობ, არსებული მიდგომა ზედმეტი ბარიერი იყო პედაგოგებისთვის“.

 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება