მთავარი | სკოლები | სიახლეები | საინტერესო | რჩევები | ინტერვიუ | ეტალონი | სამასწავლებლო | იაზროვნე | იხილეთ მეტი |
ყვარლის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კონკურსით აღნიშნეს.
ღონისძიების ინიციატორი იყო მოსწავლეთა თვითმმართველობა, კერძოდ, მისი წევრები თათია სვიმონიშვილი და ნანუკა ჯოხაძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურდ ჩაერთვნენ. მათ საყვარელი მწერლისა და წიგნის შესახებ ისაუბრეს და საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელებს ჟიურის წინაშე წარსადგენად მხოლოდ ორი წუთი ჰქონდათ, ამიტომ სათქმელი მოკლედ და ლაკონურად ჩამოაყალიბეს.
ნომინაციაში - „საუკეთესო პრეზენტატორი“ პირველი კლასის მოსწავლემ მარიამ პავლიაშვილმა გაიმარჯვა, „საუკეთესო მრჩეველი“ ანამარია ნემსაძე გახდა, ხოლო ნომინაციაში - „ასაკთან შესაბამისობა“ ბარბარე ბერიკაშვილმა გაიმარჯვა. პირველი ადგილი წილად ხვდა ლევან სვიმონიშვილს, მეორე ადგილი კი - მარიამ ჯამალაშვილს, მესამე ადგილი შოთა მელითაურმა დაიკავა.
სკოლის დირექციამ მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ინიციატორებს და მონაწილე ბავშვებს.
იხილეთ ფოტოები
ახალგაზრდა პოეტებს სიგელები, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის გამოცდისთვის პროგრამა
ნებისმიერ მართლმადიდებელ მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლიათ წარმოთქვან სპეციალური ლოცვები
დღეს „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებული