სიახლეები
ინტერვიუ

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი უნიკალური აპლიკაცია, რომელიც მოსწავლეებს ეროვნული და საატესტატო გამოცდების ჩაბარებაში დაეხმარება
20-02-2017
-
+


ხუთმა ქართველმა სტუდენტმა - დავით სოსელიამ, გიგა ვაშაკიძემ, ანდრო გვივრაძემ, ლუკა ლომთაძემ და ნიკა მინაშვილმა შექმნეს აპლიკაცია, რომელსაც ქართულ რეალობაში ანალოგი არ აქვს.

აპლიკაცია სახელწოდებით Napp სკოლის მოსწავლეებს საატესტატო და ეროვნული გამოცდების მომზადებაში დაეხმარება. როგორ უმარტივებს აპლიკაცია მოსწავლეებს გამოცდებისთვის მზადების პროცესს, ამ და სხვა კითხვებით Etaloni.ge აპლიკაციის ერთ-ერთ ავტორს, ლუკა ლომთაძეს დაუკავშირდა.

- როგორ დაეხმარება აპლიკაცია მოსწავლეებს გამოცდების მომზადებაში?

- აპლიკაცია ეხმარება მოსწავლეებს პერიოდული ვარჯიშით მოემზადონ გამოცდებისთვის, კონსპექტების საშუალებით დახვეწონ მათი ცოდნა და მომენტალურად მიიღონ სიახლეები გამოცდების ეროვნული ცენტრისგან. NAPP საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გაიარონ ეროვნული გამოცდების ფორმატის მსგავსი ტესტირება. NAPP გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური აპლიკაციაა. კითხვების ბაზა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული კითხვებისგან შედგება და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას Android და iOS სისტემის მობილური მოწყობილობით.

- აპლიკაცია ინტერნეტთან წვდომის გარეშეც მუშაობს?

- Napp-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მისი გამოყენება ინტერნეტის გარეშეც არის შესაძლებელი.

- ხომ არ გეგმავთ, რომ აპლიკაცია კომპიუტერებიდანაც იყოს ხელმისაწვდომი?

- პროექტის დაწყებისას მთავარი ორიენტაცია გუნდმა ავიღეთ მობილურ მოწყობილობებზე, რადგან მათ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად იყენებენ. ვთვლით, რომ მობილური აპლიკაცია საშუალებას იძლევა ჩვენი სისტემა გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი. 

- აპლიკაცია მხოლოდ ქართულენოვან მოსწავლეებზეა გათვლილი?

- ამ ეტაპზე აპლიკაცია ძირითადად მხოლოდ ქართულენოვანი სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა არაქართულენოვან სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უცხო ენათა ტესტებით.

- რა სასწავლო საგნებია NAPP-ში?

- თითქმის ყველა საგანი, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში შედის.

- NAPP-ის სამომავლო განვითარებაზეც რომ გვესაუბროთ.

- მომავალში იგეგმება გაფართოებული კითხვარების მონაცემთა ბაზა, გასული წლების სტატისტიკაზე დაფუძნებული გრანტის კალკულატორი, უცხოენოვანი ვერსიები, დახვეწილი ინტერაქციის სისტემა.

- როდიდან დაინტერესდით პროგრამირებით?

- დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე მათემატიკური პროგრამირების სწავლა. ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე. სკოლის პერიოდში სამჯერ ვიყავი ეროვნული ინფორმატიკის ოლიმპიადის და ორჯერ ეროვნული ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებული. მეათე კლასიდან დაწყებული მოვიგე 6 hardware თუ software ჰაკათონი, რომელთა ფარგლებშიც შევქმენი არაერთი ინოვაციური პროექტი. ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური ქულა ავიღე. გარდა ამისა, ვემზადებოდი სწავლის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად და SAT-ის (ამერიკის კოლეჯებსა თუ უნივერისტეტებში მისაღები სტანდარტიზებული ტესტი) მათემატიკისა და ფიზიკის საგნების გამოცდაში მივიღე მაქსიმალური შესაძლო ქულები 800/800. ბოლოს, მაინც ჩემს მშობლიურ საქართველოში დავრჩი და გადავწყვიტე ჩემს თობასთან ერთად შემექმნა ჩემი ქვეყნის მომავალი. ჩავაბარე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა მეორე კურსზე ვარ. თბილისში გადმოსვლისთანავე დავიწყე მუშაობა. ბოლო ერთი წლის მანძილზე 9 სხვადასხვა წამყვან ქართულ ორგანიზაციაში ვიმუშავე და არაერთი სისტემა შევქმენი: მობილური აპლიკაციები, კომპიუტერული სისტემები, ვებ-აპლიკაციები, მონაცემთა ბაზები და hardware სისტემები, რომლებიც რიგით თუ სპეციალურ ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს ცხოვრებას უმარტივებს. 

- NAPP-ის გარდა, კიდევ რა აპლიკაციებზე გიმუშავიათ?

- NAPP-ის შექმნის შემდეგ იმ სტუდენტებს, რომლებიც გუნდში ვიყავით, ერთად აღარ გვიმუშავია, მაგრამ მსგავსი სახის აქტივობებში მუდმივად ჩართული ვარ. ბოლო ერთი წლის მანძილზე მოვასწარი 9 სხვადასხვა წამყვან კომპანიაში თუ სტრუქტურაში მუშაობა და არაერთი სასარგებლო სისტემა შევქმენი. გარდა ამისა, ხშირად ვმუშაობ პირად პროექტებზე. შეიძლება არაერთ სხვა პროექტზე საუბარიც. მაგალითად,  ParkOnMe, Hero, Vaar.

- თითოეულ მათგანზე უფრო დეტალურად გვესაუბრეთ.

- ParkOnMe - პარკირების უნიკალური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს წინასწარ გავიგოთ ქალაქის ქუჩებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა და საჭიროების შემთხვევაში დავჯავშნოთ სასურველი ადგილი. Hero - აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ადამიანებს საშუალება ეძლევათ იპოვონ ან გახდნენ გმირი. სისტემის საშუალებით ხდება სისხლის დონორების მარტივად და სწრაფად პოვნა, რაც კრიტიკულ მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანია. Vaar - ინტელექტუალური მობილური საფულე, რომელიც თავისთვის გვთავაზობს თუ სად, როდის, რა და რამდენი გვაქვს გადასახდელი. მაგალითად, ავტობუსში ასვლისას ავტომატურად ემზადება იყიდოს ბილეთი, რესტორანში ანგარიშის დახურვისას ავტომატურად მოემაზდოს მის გადასახდელად, ყოველთვიურად მოემზადოს კომუნალური გადასახადების გადასახდელად და უბრალოდ დაელოდოს ჩვენს დასტურს. სისტემა აადვილებს თითქმის ყველა ტიპის ტრანზაქციას, რომელთანაც ყოველდღიურად გვაქვს შეხება.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება