სიახლეები
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები სტიპენდიით დაჯილდოვდნენ
07-02-2019
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის ოთხ მოსწავლეს თიბისი ბანკმა ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის facebook გვერდი ავრცელებს, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

„მოსწავლეების სპორტული და ხელოვნების დარგში მიღწეული წარმატებებით თიბისი ბანკი დაინტერესდა და ოთხ მოსწავლეს მთელი წლის განმავლობაში სტიპენდია დაუნიშნა. მომავალი მუსიკოსები, მხატვრები, ჩოგბურთელები და კალათბურთელები თიბისი ბანკის კეთილშობილური საჩუქრით შეძლებენ სასურველი მუსიკალური ინსტრუმენტებისა თუ სპორტული ინვენტარის შეძენას, საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებებზე დასწრებასა და მონაწილეობის მიღებას. სკოლა მადლობას უხდის თიბისი ბანკს, მათი თანადგომა უდიდესი სტიმულია ჩვენი მოსწავლეებისათვის. აი, ისინიც, ვინც მომავალში თავის სათქმელს იტყვის სპორტისა თუ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში: ქეთევან ჭკადუა - მუსიკა (ფორტეპიანო, ფლეიტა) , საბა შოშიტაშვილი - ხატვა, ანი ღვინეფაძე - სპორტი (ჩოგბურთი), ზაზა ზაქარიაძე - სპორტი (კალათბურთი).

მოსწავლეთა სახელით კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თიბისი ბანკს და მის წარმომადგენელს სალომე მოდებაძეს“ - ნათქვამია განცხადებაში. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება