მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, დღეს შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში ჰუმანიტარული საგნებით ტექნიკურ მიმართულებაზე მოხვედრა, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები გამორიცხავს.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ტექნიკურ მიმართულებაზე აუცილებელი უნდა იყოს მათემატიკის ჩაბარება, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე საქართველოს ისტორიის.
„ეს არ არის არც მშობლების ბრალი და არც ბავშვების, ეს ჩვენი ბრალია. ამის გამოსასწორებლად მივიღეთ სწორედ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ის ცვლილებები, რომელიც გავაჟღერეთ. თუ ბავშვი აბარებს ტექნიკური მიმართულებით, მისთვის აუცილებელია, ჩააბაროს მათემატიკა და ის საგნები, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს. თუ ბავშვი აბარებს ჰუმანიტარულზე, მნიშვნელოვანი მან ისტორია ჩააბაროს, რადგან მგონია, რომ სირცხვილია ჰუმანიტარულ მიმართულებაზე სწავლობდეს ბავშვი და ისტორია არ იცოდეს. ეს არის ის მინიმალური, რომელიც დღევანდელ სისტემაში იმ ხარვეზებს გამორიცხავს, როგორიც მაგალითად, ჰუმანიტარული საგნებით ტექნიკურ მიმართულებაზე ჩარიცხვაა“,-აღნიშნა ბატიაშვილმა.
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“