სიახლეები
საინტერესო , წიგნები

3 წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან, რომელიც ბავშვებისთვის არ დაწერილა
08-02-2019
-
+


ზოგიერთი წიგნი, რომლებსაც საბავშვო ლიტერატურის კლასიკად ვთვლით, ბავშვებისთვის სულაც არ დაწერილა. უფრო მეტიც ბევრი მწვავე სატირით და უცენზურო დეტალებით იყო სავსე და მხოლოდ დრომ და მრავალრიცხოვანმა სარედაქტორო ცვლილებებმა შეცვალეს ტექსტი იმდენად, რომ ახლა ჩვენ მშვიდად შეგვიძლია ისინი პატარა მკითხველებს წავუკითხოთ. 

 

3 წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან, რომელიც ბავშვებისთვის არ დაწერილა.

 

„ტომ სოიერის თავგადასავალი“ - მარკ ტვენი

 

 

ტომ სოიერის დაწერის დროისთვის მარკ ტვენი უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო. მის ახალ რომანში მწერილის ზოგიერთი ავტობიოგრაფიული მომენტი ჩანს.

 

 

სავარაუდოდ, ამიტომაც, როდესაც ტვენმა წიგნი დაასრულა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მას უფროსები წაიკითხავდნენ:

 

„ეს საბავშვო წიგნი სულაც არ არის, არავითარ შემთხვევაში. მას მხოლოდ ზრდასრულები წაიკითხავენ. იგი უფროსებისთვის არის დაწერილი“,-წერდა ტვენი.

 

ამ აზრის შეცვლა ტვენს ამერიკემა მწერალმა და რომანისტმა უილიამ ჰოუელსმა აიძულა. მან ურჩია, რომ ტომ სოიერის თავგადასავალი უკეთესია სწორედ საბავშვოდ განეხილა. ტვენი დათანხმდა ნაწარმოებიდან ამოეღო ზოგიერთი „უხამსობა“, შეარბილა 

საკვირაო სკოლის აღწერა და ამოიღო უხეში ლექსიკა. 

 

 

„ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“ - ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

 

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის ლინგვისტმა პროფესორმა პირველი ნაწარმოებების წერა მის მიერ გამოგონილი ელფების დიალექტით დაიწყო.

 

როგორც მან მოგვიანებით აღიარა, მისი „ისტორიები“ საკუთარი ენებისთვის სამყაროს შექმნის სურვილით გაჩნდა და არა პირიქით. 

 

საინტერესოა, რომ მეორე მოტივი, რომლითაც ლინგვისტი ხელმძღვანელობდა - იყო სურვილი შეექმნა ინგლისური ხალხური ეპოსი და არა დაეწერა საბავშვო ზღაპრები გნომებზე, ელფებსა და ჰობიტებზე.

 

ზღაპრულ ისტორიებს ლინგვისტი პატარა მკითხველისთვის სულაც არ ქმნიდა და მაინც,

ბავშვებს ძალიან უყვარდათ, როდესაც მამა ამ ისტორიებს ძილის წინ უკითხავდა. 

 

ასე თანდათანობით ჰობიტებს თავგადასავალი საბავშვო ლიტერატურის რიგებს შეემატა. 

 

ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“
 
 
„გულივერის მოგზაურობას“, იმ სახით, როგორიც დღეს ჩვენ ვიცით, თავდაპირველ ქმნილებასთან ცოტა აქვს საერთო. 
 
სვიფტმა ჩაიფიქრა ნაწარმოები, როგორც მორალისტური ტრაქტატი და ადამიანური მანკიერებების დაცინვა, ნაწარმოების ცენტრში კი გულივერის მიზანთროპიული პიროვნება იდგა. მწერალმა თავის სატირას ხორცი სამოგზაურო ჟანრში შეასხა, რადგან ეს ჟანრი მწერლის თანამედროვეებში პოპულარობით სარგებლობდა. 
 
მიუხედავად კრიტიკოსების აღფრთოვანებისა, წიგნი ბევრის გემოვნებაში არ ჩაჯდა. 
 
სვიფტის სატირით უკმაყოფილოთა რიცხვი გამუდმებით იზრდებოდა და პირველი პუბლიკაციიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იგი „ადამიანის ბუნების შეურაცხმყოფელ“ ნაწარმოებად აღიარეს.
 
სვიფტის ცხორვებაშივე გულივერმა სხვა ენაზე თარგმანისას მნიშვნელოვანი ადაპტირება განიცადა. ნაწარმოებს (დროთა განმავლობაში) გაუგებარი მომენტები მოაცილეს. 
 
XIX საუკუნის დასაწყისში კი ფრანგმა აბატ დეფონტენმა ტექსტი ბავშვებს მოარგო, ნაწარმოები გადააკეთა და შეცვალა. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება