სიახლეები
ინტერვიუ

როგორ გამოიყურება ბავშვის, მოზარდისა და უფროსის იდეალური დღიური რაციონი - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები
31-10-2019
-
+


მოზარდების კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ყველა მშობელი უნდა ითვალისწინებდეს, რათა ბავშვის ზრდა და გონებრივი განვითარება სწორად წარიმართოს. რით ვასაუზმოთ, როგორ ვასადილოთ და წავახემსოთ ბავშვები, რომ თავიდან ავიცილოთ უამრავი დაავადება, რომელიც სწორედ კვებითი ქცევის დარღვევას უკავშირდება? ამ კითხვებზეეტალონსექიმმა-ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ უპასუხა.

  სწორი, ჯანსაღი, ბალანსირებული კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის, მოზარდობის პერიოდში, ვინაიდან სწორედ ამ დროს ხდება ორგანიზმის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ამ პერიოდში, როდესაც ხდება როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი ზრდაგანვითარებამნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ კვებას და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რომელშიც კვების გარდა მოიაზრება ფიზიკური აქტივობა და ძილი. კვება სკოლის პერიოდში უნდა იყოს სრულფასოვანი - საუზმე, სადილი და ვახშამი.

მაგალითად, როგორი უნდა იყოს ბავშვის საუზმე?

  დილით, საუზმეზე უნდა გამოვიყენოთ, როგორც ნახშირწყლები, ასევე ცილოვანი პროდუქტი, რათა ტვინს გლუკოზის სახით და კუნთოვან ქსოვილს ცილების სახით ჰქონდეს საკვები ნივთიერებები. მაგალითად, შეგვიძლია დილა დავიწყოთ ნებისმიერი ბურღულის ფაფითშვრია, ბრინჯი, წიწიბურა... ფაფას შეგვიძლია დავამატოთ რძის პროდუქტებირძე, ხაჭო, მაწონი, ყველი...

  რა გავატანოთ ბავშვებს  სკოლაში წახემსების მიზნით?

სკოლაში წახემსების მიზნით უმჯობესია გავატანოთ მარტივად წასაღები საკვები. ეს შეიძლება იყოს ხილი, ბუტერბროდი ან იოგურტი. ხოლო რაც შეეხება სადილს, ის უნდა იყოს სრულფასოვანი და ნოყიერიგაჯერებული ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმიანი პროდუქტით

სადილის დროს შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგი კომბინაციები: რეკომენდირებულია პირველი იყოს წვნიანი ბორშჩის ან სუპის სახით. სასურველია, პირველი ბულიონი გადავასხათ მომზადების დროს. ამასთან, აუცილებელია იყოს ხორცის ან თევზის პროდუქტიცკოტლეტი, ტოლმა, მოხარშული ქათამი, შემწვარი თევზი, რომელსაც დავუმატებთ გარნირსპიურე, წიწიბურა, ბრინჯი, მჭადი, მაკარონი ან პური. ასევე, სასურველია უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტი, ანუ ბოსტნეულის სალათი.

რაც შეეხება სადილის მომდევნო წახემსებას ვახშმამდე, შეგვიძლია ბავშვს მივცეთ ბოსტნეულის სალათი ერთ ნაჭერ ყველთან ერთად, ან ხაჭოსა და ხილის კომბინაცია.

რაც შეეხება ვახშამს?

ვახშამი უნდა იყოს შედარებით მსუბუქიბოსტნეული ან რძის ნაწარმი. თუ ბავშვი ფიზიკურად დღის მეორე ნახევარში იტვირთებაცეკვა, სპორტი და .., ამ შემთხვევაში, რძის ნაწარმს ან ბოსტნეულს უნდა დავამატოთ ხორცის ან თევზის მცირე ულუფა.

ის, თუ რომელ საათზე ივახშმებს, დამოკიდებულია ბავშვის რეჟიმზე და დღის ბოლო კვება, ანუ ვახშამი უნდა მიიღონ დაწოლამდე 2–3 საათით ადრე. თუ ვისაუბრებთ სწორ ძილზე, მოზარდობის პერიოდში, სასურველია, ბავშვმა დაიძინოს 11 საათზე. ანუ ივახშმოს საღამოს 8 ან მაქსიმუმ 9 საათზე.

სამწუხაროდ, ბევრ ოჯახს არ აქვს საშუალება ასე გაწერილად გამოკვებოს შვილები. სწორი კვების დარღვევის შემთხვევაში რა დაავადებებს ვაწყდებით?

უნდა შევეცადოთ, რეჟიმი არ დაირღვეს და თუ ბავშვი სწორად არ იკვებება, ამ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია წავაწყდეთ ბევრ პათოლოგიებსროგორც ენდოკრინულს, ნეიროფსიქოლოგიურს, კარდიოლოგიურს და,   სამწუხაროდ, ონკოლოგიურ პრობლემებსაც.

ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება საკვების კალორაჟი ანუ ენერგიაზე მოთხოვნილება. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია შემდეგი სახის სქემა:



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება