სიახლეები
ინტერვიუ

„წიგნით იწყებოდა ჩემი დღე და წიგნით მთავრდებოდა...“ - რატომ შეიცვალა სამი სკოლა გივი სიხარულიძემ
01-02-2019
-
+


ქართველ მსახიობს, მწერალსა და მოცეკვავეს გივი სიხარულიძეს  ბავშვობაში სწავლა არ უყვარდა. ამბობს, რომ ძალიან შარიანი ბიჭი იყო, რის გამოც ხშირად ჩხუბობდა და მუდამ იმას ფიქრობდა, თავი როგორ გაერთო. ამის მიუხედავად, მის ბავშვობას ტრაგიზმი ახლდამამა გადასახლებაში იმყოფებოდა და ოჯახს ისე უჭირდა, ხშირად პური ენატრებოდა და დახეული ფეხსაცმელებით დადიოდა.

გივი სიხარულიძეეტალონსსაკუთარ ბავშვობაზე და იმ მთავარ ღირებულებაზე მოუყვა, რის მიხედვითაც საკუთარი ვაჟები გაზარდა.

- ჩვენს თაობას უდიდესი პატივისცემა ჰქონდა პედაგოგების მიმართ. ბავშვებს ერთმანეთი გვიყვარდა. საოცრად გულღია დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. ეს იყო მეგობრობისა და ძმობის წლები.

- კარგად სწავლობდით?

- არა, პირიქით, ძალიან ცუდად ვსწავლობდი, მაგრამ ნიჭიერი ვიყავირამე რომ მომესმინა, უცბად მამახსოვრდებოდა. სკოლის პერიოდშივე ვცეკვავდი და ყველას ვუყვარდი, რადგან ოლიმპიადებზე გამოვდიოდი სკოლის სახელით... ძალიან თბილად მახსენდება სკოლის წლები, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა ჩემს ბავშვობასმამა გადასახლებული იყო და ძალიან გვიჭირდა.

უზომო გაჭირვებაში გავიზარდე. კარაქს, პურს და თაფლს რომ შევჭამდი, უბედნიერესი ვიყავი. სულ დახეული სანდლები მეცვა, ძირგამოხეულები. იმ გაჭირვების დროს ბევრად მეტი ადამიანობა, სიყვარული, გვერდში დგომა და ნდობა იყო ერთმანეთის მიმართ, ვიდრე ახლაა. ახლა თითქოს ყველას ყველაფერი აქვს, მაგრამ გული აქვთ ცივი. დღევანდელი ცხოვრება სატანასთან უფრო არის დაახლოებული, ვიდრე ღმერთთან. მაშინ კი ღმერთთან უფრო ახლოს ვიყავით ჩვენი მრწამსით. სინდისი, ნამუსი, პატიოსნება მეტი იყო.

- რა გენატრებოდათ ბავშვობაში?

- ყველაფერი მენატრებოდაველოსიპედი, ბურთი... თუ რაიმე არსებობს, რითიც ბავშვმა შეიძლება გაიხაროს, ყველაფერი სანატრელი მქონდა. ერთადერთი, ცეკვასა და სპორტზე სიარულით ვიყავი ბედნიერი. კიდევ კარგი, მაშინ ცეკვაზე და სპორტზე სიარულს ფულის გადახდა არ უნდოდა, თორემ ისე რომ ყოფილიყო, როგორც დღეს არის, ვერც იმ წრეებზე ვივლიდი. ცეკვით კი იმდენს მივაღწიე, რომსუხიშვილებისსოლისტი გავხდი, მერე სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმეისტერი ვიყავი. ცეკვა ჩემი ბედნიერება იყო. როცა ახალგაზრდა ხარ და ტაშს გიკრავენ და გაქებენ, ძალიან გიხარია. რომ წამოვიზარდე და პროფესიონალი გავხდი, მაშინაც მიხაროდა, რადგან მთელი მსოფლიო სწორედ ცეკვის წყალობით მოვიარე.


- ბავშვობაში თქვენი საყვარელი ადგილი რომელი იყო?

- კინო მიყვარდა, მაგრამ ვინ მომცემდა იქ შესასვლელ ფულს?! ამიტომაც, სულ ვიპარებოდი. ხანდახან, კონტროლიორი ხედავდა კიდეც, რომ ვიპარებოდი, მაგრამ არ იმჩნევდა. ძალიან ლამაზი ბიჭი ვიყავი, მოვწონდი ალბათ და მიშვებდა.

- ბავშვობის სიყვარული თუ გახსოვთ?

- სკოლა რომ დავამთავრე, მერე შემიყვარდა ერთი გოგონა. უმშვენიერესი იყო, თუმცა ცოლად არ მოვიყვანე, რადგან მერე ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, ლევან საყვარელიძის გოგო გავიცანი მოსკოვში და გადავირიე... ის მოვიყვანე ცოლად.

- მასწავლებლებიდან ვინ და რითი დაგამახსოვრდათ?

- მე მყავდა გეოგრაფიის მასწავლებელი ლევან ჩიქვანაია, რომელიც მერე განათლების მინისტრის მოადგილე გახდა. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, არც გაკვეთილებს ვესწრებოდი... როცა მწერალი გავხდი და აშშში პრემია ავიღე, აქაც მომცეს ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია, მომცეს ასევე ღირსების ორდერი მწერლობისთვის. ლევან ჩიქვანაიამაც წაიკითხა ჩემი წიგნები დალიტერატურულ საქართველოშიდაწერა, ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამ ონავარი ბიჭისგან, რომელიც ჩემზე არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენდა, თუ ასეთი მწერალი დადგებოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდიო. გამოთქვამდა აზრს, რომ განათლების სისტემა გადასახედი იყო, ამბობდა, ჩემნაირ კაცს, რომელმაც თითქოს ყველაფერი ვიცოდი, როგორ უნდა გამორჩენოდა ასეთი ფენომენი, როგორიც გივი სიხარულიძეაო. არადა, რა მაგისი ბრალი იყო, ზარმაცების პრეზიდენტი ვიყავი. სწავლა საშინლად მეზარებოდა და სულ  ცეკვა და ფეხბურთი მინდოდა. სულ შატალოზე ვიყავი. ჯერ მე–19 სკოლაში ვსწავლობდი კიევის ქუჩაზე. მერე, 71–ეში გადავედი. მაგდებდნენ სკოლებიდან... ბოლოს, 85– სკოლა დავამთავრე ნავთლუღში. მოჩხუბარი და ხულიგანი ვიყავი.

- რის გამო ჩხუბობდით?

- ყველაფრის გამო. შარიანი ტიპები რომ არიან, ისეთი ვიყავი. სულ თავგადასავლებს ვეძებდი.

- არც კითხვა გიყვარდათ?

- კითხვა ყოველთვის მიყვარდა. ჟიულ ვერნის ნაწარმოებებს ვკითხულობდი ბავშვობაში. ცოტა რომ წამოვიზარდე, ვგიჟდებოდი ვაჟა-ფშაველაზე, გალაქტიონ ტაბიძეზე, მიხეილ ჯავახიშვილზე... „ჯაყოს ხიზნებირომ წავიკითხე, მივხვდი, რომ მთელი ჩვენი ცხოვრებაც ჯაყოს ხიზნებია. ახლაც ასე არ არის? იმდენი ჯაყო ჰყავს საქართველოს, მსოფლიოს ეყოფა ეს ჯაყოები.

ხომ ხედავთ, ფრიადებზე სწავლა სულ არ სდომებია იმას, რომ ბოლოს გახდე ცნობილი მწერალი, მსახიობი, მოცეკვავე თუ ქორეოგრაფი და საერთოდ, ცნობილი კაცი.  ასე რომ, რაც უფრო ლაღად გაიზრდებიან ბავშვები, ის სჯობია. ცოტა მოგვიანებით, როცა ჩემზე უკვე გადაცემებს ამზადებდნენ, მთელი მსოფლიოს პოეზია ზეპირად ვიცოდი და ასევე, მთელი ფილოსოფოსების ნაშრომები. არისტოტელე, პლატონი, კანტი, ჰეგელი, შოპენჰაუერი და სხვები ზეპირად ვიცოდი. სკოლის მერე რომ ჩავუჯექი წიგნებს... წიგნი გახდა ჩემთვის ყველაფერი. წიგნით იწყებოდა ჩემი დღე და წიგნით მთავრდებოდა. თავის დროზე კი სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე და მებაღემევენახემებოსტნე გახვდი, მაგრამ ერთი დღე არ მიმუშავია ამ პროფესიით. ხომ იცით, მაშინ როგორ იყო, რაიმე უმაღლესი უნდა დაგემთავრებინა. პარალელურად,  ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სტუდიაში ვსწავლობდი. გავხდი დამსახურებული არტისტიც.

იყო ერთი კრიტიკოსი კაცი, თამაზ წივწივაძე, რომლისაც ხალხს ეშინოდა. ის გაზეთლიტერატურული საქართველოსმთავარი რედაქტორი და, ამავე დროს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ. 3 მოთხრობა დავწერე და მივუტანე. არ ვიცნობდი და ისე მივედი. ვუთხარი, თუ მოგეწონებათ, დაბეჭდეთ, თუ არადა, დახიეთ და გადაყარეთმეთქი. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, ნებისმიერ მოთხრობას დაგიბეჭდავთ, ისე მომეწონაოამის მერე მწერალთა კავშირშიც მიმიღეს, რაც მაშინ ძალიან ბევრს ნიშნავდა. ერთი სიტყვით, კაცმა, რომელიც ყველას ერჩოდა, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა და სანამ ცოცხალი ვარ, მისი მადლიერი ვიქნები.

- შვილების აღზრდისას თქვენი მთავარი ღირებულება რა იყო?


ჩემი შვილები მხოლოდ ერთი ღირებულებით გავზარდეისინი უნდა ყოფილიყვნენ ქართველი რაინდები, ვაჟკაცები, ეროვნული ღირსებით დაჯილდოვებულები და სამშობლოსთვის თავი უნდა გაეწირათ. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ქართველები არიან და უპირველეს ყოვლისა, მამაკაცები უნდა იყვნენ. ადამიანმა უნდა იცოდეს გაჭირვებულის გვერდში დგომა და სიყვარული. გამიმართლაორივე ძალიან კარგი ბიჭია. არ მაინტერესებდა, რა ნიშნებს მიიღებდნენ სკოლაში, მთავარი იყო, ნამდვილი და პატიოსანი კაცები ყოფილიყვნენ. ახლა 6 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს და მათ მიმართაც ასეთი დამოკიდებულება მაქვსმთავარია პატიოსნები იყვნენ


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
დარეჯან სირბილაძე არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ თბილისის N173 საჯარო სკოლის მომავალი მოსწავლეები, 190-ე ბაღის აღსაზრდელები
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება