სიახლეები
სიახლეები, რჩევები

ინტერნეტში ყოველ ნახევარ წამში ახალი ბავშვი პირველად შედის - როგორ ავარიდოთ ბავშვები ინტერნეტსაფრთხეებს​
31-01-2019
-
+


ყოველღიურად 175 ათას ბავშვზე მეტი შედის ინტერნეტში პირველად  ახალი ბავშვი ყოველ ნახევარ წამში. აღნიშნულ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს და ყურადღებას იმ საფრთხეებზე ამახვილებს, რომელიც „ონლაინ ცხოვრების“ დაწყებას მოსდევს თან.

„იმდენად დიდ დროს ვატარებთ ციფრულ სამყაროში, რომ ზღვარი მასა და რეალურ სამყაროს შორისთითქმის გამქრალია. შესაბამისად, ის საფრთხეები, რომლებიც ბავშვებს რეალურ სამყაროში ემუქრებათ სექსუალური ჩაგვრა და გამოყენება, ბულინგი და შევიწროება, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ძალადობა, ინტერნეტშიც იჩენს თავს.

ბავშვების და მოზარდებისთვის ციფრული მოწყობილობების გამოყენების აკრძალვა გამოსავალი არ არის. უნდა ვეცადოთ, ვასწავლოთ მათ, როგორ შეძლონ იყვნენ უსაფრთხოდ ონლაინ“,- ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ წესებს, რომელიც ინტერნეტთან ურთიერთობისას ბავშვებსა და მოზარდებს უნდა გაუზიაროთ:

  • თქვენს პირად ანგარიშებზე დააყენეთ კომპლექსური პაროლი (ციფრები/ასოები/სიმბოლოები) და არავის გაუზიაროთ ის
  • გადაამოწმეთ თქვენი უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პარამეტრები
  • მოერიდეთ საჯაროდ თქვენი ფოტოების, ვიდეოების და ლოკაციის დადებას
  • ნუ დაიმატებთ მეგობრებში ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობთ
  • ინტერნეტში უამრავი თაღლითია, ნუ ენდობით უსაფუძვლო დაპირებებს და არ დათანხმდეთ საეჭვო შემოთავაზებებს


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება