სიახლეები
საინტერესო , რჩევები

10 ფილმი იდეალური მასწავლებლის შესახებ, რომელიც მოსწავლეებთან ერთად უნდა ნახოთ
25-01-2019
-
+


მასწავლებლების შესახებ გადაღებული ფილმები ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფენომენია, რომელსაც აქვს უნარი გავლენა მოახდინოს მაყურებელზე. დამეთანხმებით, რომ იმათ, ვისაც ერთხელ მაინც უნახავთ „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ ან „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“, ფილმის დასრულების შემდეგ სცენარის, მსახიობების თამაშის, განვითარებული მოვლენების გავლენას განიცდიან და საკუთარი თავის რწმენა უბრუნდებათ. 

ამ თემაზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა კლასიკურ სცენარს ეყრდნობა - მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს, დაუბრუნოს რწმენა და ცოდნისა და განათლების მიღების აუცილებლობაში დაარწმუნოს. 

ამ მხრივ კინოსურათები გვეხმარება რეალური ფაქტები ოდნავ გაზვიადებული სახით წარმოგვიდგინოს და ის ურთიერთობა, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორისაა გაკვეთილად გვიქციოს. 

რა თქმა უნდა, არავინ დავობს რომ მასწავლებლების როლი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდია და კინემატოგრაფმაც არაერთხელ დააფასა მათი ღვაწლი და შრომა. 

etaloni.ge გთავაზობთ 10 ფილმს იდეალური მასწავლებლის შესახებ (სია პირობითია და შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დაამატოთ ფილმები), რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად უნდა უყუროთ. ამით ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ თქვენ მათი მეგობარი ხართ, ის ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის უნდა ჰქონდეთ.

მონა ლიზას ღიმილი (Mona Lisa Smile) - ფილმი ისტორიის მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 1953 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ახალ მასწავლებელს სტუდენტები არც თუ ისე თბილად ხვდებიან, თუმცა ის მათთან დამეგობრებას საკუთარი მეთოდებით მოახერხებს. ეს არაჩვეულებრივი ისტორიაა ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს რამხელა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ფუნქციას, მათ აზრსა და გადაწყვეტილებებს ჩვენს ცხოვრებაზე. 


თავისუფლების მწერლები (Freedom Writers) - ეს არის ის ფილმი, რომელიც მოსწავლეებმა პირველ რიგში უნდა ნახონ. სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ჰილარი სუონკის გმირი ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს შთააგონებს, იყვნენ ტოლერანტები, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგაც განაგრძონ სწავლა. 


ძვირფასი (Precious) - ფილმის სიუჟეტი 1987 წელს, ჰარლემში ვითარდება. 16 წლის კლერის ჯონსი, მეტსახელად „ძვირფასი“, აფროამერიკელი გოგოა, რომელიც მეორედ დააფეხმძიმა საკუთარმა მამამ, დედა კი სასტიკად ექცევა. „Precious“ საკმაოდ რთული, ემოციური და სევდიანი ფილმია, რომელიც შეგვახსენებს მოსწავლეების ცხოვრებაში მასწავლებლების როლს და კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, თუ როგორი აუცილებელია, მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი იყოს.


როგორც ვარსკვლავი დედამიწაზე (Like stars on Earth) - აამირ ხანის ფილმი ერთი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია, თუ მას ინდივიდუალურად მიუდგები და საკუთარ თავს აპოვნინებ. ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია 8 წლის იშანი, რომელსაც მშობლები დასჯიან და სკოლა-ინტერნატში გააგზავნიან. სწორედ აქედან იწყება მისი და მასწავლებლის საოცარი ურთიერთობა. 


კლასი (The Class) - ფილმში მთელი სიუჟეტი ერთ სივრცეში - სკოლაში ვითარდება. „კლასი“ ერთგვარი დოკუმენტალისტიკაა, რომელიც მთელი სიცხადით გვიჩვენებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობას, იმას, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები, კონფლიქტები და დავამყაროთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან. 


მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets Society) - ესაა საკულტო ფილმი მასწავლებელზე, რომელიც მართლა ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი. ფილმი ინგლისური ლიტერატურის მასწავლებლის, პროფესორი კიტინგის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესს ორიგინალური მეთოდებით უღვივებს. მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში ღრმავდება და ბევრად უფრო საინტერესო ხდება. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებს იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში. (ფილმის ვრცელი რეცენზია იხილეთ აქ ) 


ჩანაცვლება (Detachment) - ფილმი კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთ-ერთი მასწავლებლის, ჰენრი ბართსის თვალით გვიჩვენებს. ის ემოციებისგან გადაღლილი მასწავლებელია, რომელმაც სკოლაში სხვა პედაგოგი ჩაანაცვლა. სკოლაში ჰენრის ცხოვრების მეგზური სამი ქალია, რომელთა დახმარებით ის ამ სასტიკ ცხოვრებაში მშვენიერების პოვნას ცდილობს. (ფილმის სრული რეცენზია იხილეთ აქ


როკის სკოლა (School of Rock) - უამრავი ვალითა და დეპრესიით შეწუხებული ყოფილი მუსიკოსი კერძო სკოლაში იწყებს მასწავლებლად მუშაობას. მართალია, მის კარიერას ბოლო მოეღო, მაგრამ გონიერი ადამიანი ყოველთვის გამონახავს გამოსავალს რთული სიტუაციიდან და ეს ჯეკ ბლექის გმირისთვის, კერძო სკოლა აღმოჩნდა. 


მდუმარენი (Silenced) - კორეული დრამა სმენადაქვეითებულთა სკოლის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მასწავლებლები მოსწავლეებზე დიდი ხნის მანძილზე ძალადობდნენ. ფილმი რეალურ ფაქტებს ეფუძნება და იმათ ვისაც აინტერესებთ მორალი, ღირებულებები, სამართალი, პროფესიული ეთიკა და სამართლიანობა, აუცილებლად უნდა ნახონ. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და პროფესიული ეთიკა და როგორ იბრძოდნენ მასწავლებლები მოსწავლეების დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობისთვის. 


ჭკვიანი უილ ჰანტინგი (Good Will Hunting) - ფილმი ნიჭიერ, მაგრამ საკუთარი თავის ძიებაში დაკარგულ მათემატიკოსზე მოგვითხრობს. ის მუდმივად გაურბის საკუთარ მეგობრებსა და ოჯახს, არ სურს ადამიანებთან ურთიერთობა და ნელ-ნელა სოციოპათად ყალიბდება. სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში ადამიანი, ფსიქიატრი შონ მაგუაირი. ის ახალგაზრდა მათემატიკოსს საჭირო კითხვებზე პასუხობს და უილის ცხოვრების მასწავლებლად გვევლინება. 


იხილეთ ასევე: 

ფილმები სკოლის მოსწავლეებისთვის

ფილმები მოზარდებზე, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა ნახონ


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
სკოლებში დასვენების დღეები 3 მაისიდან 7 მაისამდე გაგრძელდება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“
„ქართული მარტო ენაა?! კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს! დღეგრძელი იყავ ენავ დედაო!“, - ამ სიტყვებით კი დასრულდა ღონისძიება
სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება