სიახლეები
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩვენ ვზრუნავთ სასკოლო გარემოზე“ განახორციელეს
21-01-2019
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ინა მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩვენ ვზრუნავთ სასკოლო გარემოზე“ განახორციელეს.

პროექტის განხორციელებისას მოხდა ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების ინტეგრირება.

კლასის ხელმძღვანელის თქმით, მოსწავლეებმა არაერთი ჭკვიანური სლოგანი მოიფიქრეს. მათ შორის -  „ჩაყარეთ ნაგავი სანაგვეში და გაუფრთხილდით გარემოს!“, „ძირს ნუ დაყრი ნარჩენებს, თორემ, სეირს გაჩვენებ!“, „დაიცავით სისუფთავე! ნაგავი აბინძურებს გარემოს!“, „ნაგავს აქ თუ ჩაყრი, სკოლაში არ დაყრი!“, „სისუფთავე ჩვენი ჯანმრთელობაა!“, „ნაგვის ურნა: მაჭამეთ, მშია!“, „ნაგავი სანაგვეში!“, „არ დააბინძურო!“.

მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების კორპუსში, სამივე სართულის დერეფნებში ხელნაკეთი ნაგვის ურნები განათავსეს.

„გვიხარია, როდესაც ნაგვით ივსება ურნები და არა სკოლის დერეფნები, ვცდილობთ, სასკოლო გარემო უკეთესი გავხადოთ! ჩვენ ერთად ბევრი შეგვიძლია!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
 მესამეკლასელებმა პედაგოგის დახმარებით ასევე ვიდეომიმართვები ჩაწერეს. მათ არგუმენტირებულად მოუწოდეს თანატოლებს, თანასკოლელებს და საზოგადოებას, რომ არ დააბინძურონ გარემო.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება