სიახლეები
რჩევები

7 რამ, რისი აკრძალვაც ბავშვისთვის არ შეიძლება
19-01-2019
-
+


„არ შეიძლებას“ გარეშე ბავშვის აღზრდა არ გამოდის - აკრძალვები ეხმარება ბავშვს გაიგოს, რისი გაკეთებაა მისთვის სახიფათო ან თუნდაც ულამაზო.

მაგრამ ბავშვისთვის ყველაფრის აკრძალვა ასევე არ შეიძლება ეს ბავშვის განვითარებას აფერხებს და მის შემოქმედებით უნარებს თრგუნავს. მოდით გავერკვეთ, რისი აკრძალვა არ შეიძლება ბავშვისთვის.

სათამაშოების დაშლა



ხშირად მშობლები წუწუნებენ, რომ როგორც კი ბავშვს ახალ სათამაშოს მიუტანენ, იგი მაშინვე მის დაშლას იწყებს. შევთანხმდეთ, რომ პატარა ბავშვებმა მავნებლობა ჯერ არ იციან - ყველაფერს რასაც ისინი აკეთებენ, ცნობისმოყვარეობით მოსდით. 

და თუ თქვენი მკვლევარი რეგულარულად აფუჭებს ძვირადღირებულ მანქანებს ან პლუშის სათამაშოებს შიგნავს - არ უყიდოთ ძვირადღირებული სათამაშოები. ასეთ ბავშვს ძველი სათამაშოები, წიგნები და გაზეთები მიეცით - დაე ექსპერიმენტები ჩაატაროს. 

მოთხვრა


კვლევითი საქმიანობის კიდევ ერთი მხარე - გუბის სიღრმის გაზომვა, ორმოების თხრა, ტოტებისა და ქვების შეგროვება, მათი წყალში ჩაყრა - როგორ შეიძლება ბავშვობამ ამ მნიშვნელოვანი ექსპერიმენტების გარეშე ჩაიაროს. 

სადილის დატოვება 



არ აწამოთ ბავშვი საკვებით - იგი ჭამს იმდენს, რამდენიც დასანაყრებლად სჭირდება. იმისთვის რომ საკვებმა სარგებელი მოიტანოს, ბავშვმა უნდა ჭამოს მადიანად.

ბავშვს მადა მოსდის, როდესაც სეირნობისას ან თამაშის დროს ენერგიას ხარჯავს ან უბრალოდ მოშივდა. მაშინ კი თუ ბავშვი ცუდად ჭამს, შესაძლოა, ავად არის ან ჯერ არ შია. ან შესაძლოა სადილის წინ წაიხემსა.

შუქანთებულ ოთახში ძილი


ფანტაზიორი ბავშვები ასე  მარტივად დაწყნარდებიან და ტკბილად დაიძინებენ. ასევე არ შეეშინდებათ, თუ ღამე გაიღვიძებენ. 

ლაპარაკობს იმას, რაც თავში მოუვა


ასეთ დროს ბავშვები სწავლობენ აზრის გამოთქმას, საკუთარი აზრების ფორმირებასა და აზრის გამოტანას. თქვენ უბრალოდ უსმენთ შვილს და უხსნით რთულ ნიუანსებს. აი ნახავთ, როგორ სწრაფად დაჭკვიანდება და ჩამოყალიბებული დასკვნებით გაგაოცებთ.

მოგონილის მოყოლა


არა განზრახ ტყუილი - რისთვისაც ბავშვს საყვედური უნდა ვუთხრათ, არამედ მოგონება, გამოგონება. ფანტაზიორობა - ბავშვის საყვარელი თამაშია, როდესაც იგი საკუთარ სამყაროში აღმოჩნდება. ბავშვის ცნობიერება ასე მუშაობს, თქვენ კი თქვენი სიბრძნე უნდა ჩართოთ და ბავშვის ფანტაზია საჭირო მიმართულებით მიმართოთ. სთხოვეთ ბავშვს ამ ისტორიის დახატვა ან ნახატებითა და აპლიკაციებით ისტორიების წიგნის შექმნა.

ემოციების გამოხატვა


ბავშვის ფსიქიკა ისე მოწყობილი, რომ მისთვის რთულია არ იხტუნაოს, არ ირბინოს და არ იყვიროს. ამიტომ ხელი არ შეუშალოთ. სხვა საქმეა, თუ საავადმყოფოში ან დიდ მაღაზიაში აღმოჩნდით - ასეთ შემთხვევაში შეეცადეთ ბავშვი რაიმე საინტერესოთი დაასაქმოთ...

რა უნდა ავკრძალოთ:

სხვისი ნივთების აღება

უცნობთან საუბარი და გაყოლა

ბავშვებთან ჩხუბი და ქვების სროლა

გზაზე გადარბენა

სიმაღლიდან ჩამოხტომა


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება