სიახლეები
ეტალონი

„ფინალში მივდივართ იმედით, რომ ჩვენი ეტალონი მოსწავლე წარმატებული დაგვიბრუნდება“- 2019 წლის პირველი „ეტალონი მოსწავლე“ ლენტეხში გამოვლინდა
18-01-2019
-
+


„ეტალონმა“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში ახალი წლის პირველი ჩემპიონატი ჩაატარა და „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.

ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა „ლენტეხის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ის ანალოგიური წარმატებით დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს „ეტალონის“ ფინალური ჩემპიონატიდან:

„მივესალმები ამ შესანიშნავ პროექტს. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ის და გვერდში დაუდგეს მთელი ქვეყანა. ეს პროექტი არის მომავალი თაობის წინსვლა, რომელშიც ჩვენი მუნიციპალიტეტი უკვე ტრადიციულად ძალიან აქტიურად არის ჩართული. ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ბავშვები გვყავს და ჩვენც ყოველთვის მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ მათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს გამარჯვებულს და ჩემპიონატის ფინალში მივდივართ იმედით, რომ ჩვენი ეტალონი მოსწავლე წარმატებული დაგვიბრუნდება“.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ქარდავას თქმით, ლენტეხის ახალგაზრდობა ყოველთვის დიდი მოლოდინით ელოდებიან ეტალონის ჩემპიონატს, რომლისთვისაც ისინი განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან:

„ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლისთვისაც ბავშვები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან. ეს არის საყოველთაო, სახალხო პროექტი, რომელიც დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდა თაობის განვითარების კუთხით. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები თავად იჩენენ ინიციატივას მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტში და საკუთარი განათლებით მიაღწიონ წარმატებას. დიდ მადლობას ვუხდით „ეტალონს“ ამ არაჩვეულებრივი დღისთვის, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებს აჩუქა“.

ღონისძიებას ესწრებოდა ცაგერ-ლენტეხის დიაკვანი მამა ამირანი (ჯამბურიძე), რომელმაც ლენტეხში „ეტალონის“ მიერ ჩატარებული პირველი ჩემპიონატი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის: 

„მინდა გავიხსენო 2015 წელი, როცა მე ჩემი რაიონის გამგებლის პოზიციაზე ვმუშაობდი. მაშინ დაიწყო ჩემი ურთიერთობა „ეტალონთან“. იმ დღიდან ჩვენი რაიონის ახალგაზრდობა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ამ ჩემპიონატში. ეს არის პროექტი, რომელიც დღემდე ძალიან აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ეს არის აუცილებლობა იმის, რომ განვითარდეს ბავშვი და ისწავლოს იმ პრობლემების და სირთულეების დაძლევა, რაც შეხვდება მას ცხოვრების მანძილზე“.

ლენტეხის ეტალონი მოსწავლის სტატუსი რცხმელურის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ მარიამ ტვილდიანმა მოიპოვა. მისი თქმით, ჩემპიონატში მიღწეული წარმატება, იმ ზოგადი განათლების დამსახურებაა, რომლის მიღებასაც წლების განმავლობაშ ცდილობდა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება ახდა. ძალიან ბევრი ვიშრომე ამ წარმატებისთვის. ყოველთვის ვცდილობდი, ძალიან კარგი ზოგადი განათლება მიმეღო. ყველას ვუსურვებ, დაისახონ მიზანი და ძალიან ბევრი იშრომონ ამ მიზნის მისაღწევად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს პედაგოგებს და „ეტალონს“ დღევანდელი დღისთვის“.

რცხმელურის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის ბაია ქურასბედიანის თქმით, რცხმელურის საჯარო სკოლაში 37 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც წლიდან წლამდე ელოდებიან ეტალონის ჩემპიონატისთვის და ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ამ დღისთვის:

„შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან მიხარია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატში პირველი და მეორე ადგილი ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. როდესაც 37 მოსწავლიანი სკოლა ამხელა წარმატებას აღწევს, ეს ძალიან დიდი სიხარულის მომნიჭებელია, როგორც მასწავლებლებისთვის ასევე ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის. ჩვენს სკოლაში ბავშვები ამ დღეს წლიდან წლამდე ელოდებიან და ყოველთვის განსაკუთრებით მომზადებულებიც ხვდებიან. მინდა აღვნიშნო, რომ საპრიზო ადგილის მფლობელი ჩვენი სკოლის ორივე მოსწავლე არაჩვეულებრივი ბავშვია და ნამდვილად იმსახურებენ ამ წარმატებას“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა მოსწავლემ „ლენტეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება