ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოელი თანატოლების გამოცდილებას გაეცნენ
18-01-2019
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში პროექტი „სკოლა და ჩვენი უცხოელი თანატოლები“ განხორციელდა.
პროექტში მეშვიდე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ პედაგოგი დარეჯან ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა მოიძიეს
მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, არგენტინისა და თურქეთის სკოლების შესახებ, იმუშავეს ჯგუფებში და მოამზადეს პრეზენტაცია.
„მათ აღნიშნეს, თუ რა მოეწონათ და როგორ გამოიყენებენ
საერთაშორისო გამოცდილებას სკოლაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას