სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

დისნეი „ნოტრ დამის კუზიანს“ მხატვრულ ფილმად გადაიღებს
17-01-2019
-
+


დისნეის სტუდიამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ თავისი ცნობილი ანიმაცია ფილმად აქციოს. ამჯერად, კვაზიმოდო და ესმერალდა უბრუნდებიან კინოეკრანებს და მალე მაყურებელი „ნოტრ დამის კუზიანის“ ახალ ვერსიას იხილავს. 

„დისნეიმ“ ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ მიხედვით ანიმაციური ფილმი 1996 წელს გადაიღო. სიუჟეტის მთავარი გმირია ტაძრის მნათე კვაზიმოდო, რომელიც საკუთარი გარეგნობისა და შესახედაობის გამო გარეთ არ გამოდის. ერთხელ კი, როცა დღის სინათლეზე გასვლას გაბედავს, ბოშა ქალი, ესმერალდა უყვარდება. 

კვაზიმოდოსა და ესმერალდას ისტორიის ახალ სცენარს დევიდ ჰენრი ჰვანგი დაწერს, პროდიუსერი კი ჯოშ გადი იქნება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მსახიობების შერჩევა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ის მაინც ვიცით, რომ ფილმისთვის მუსიკას ისევ ალან მენკენი დაწერს, რომელმაც 1996 წლის ანიმაციის საოცარი მელოდიები შექმნა. 

დისნეი ბოლო წლებია ძველ ანიმაციებს თანამედროვე ფილმებად იღებს, მაგალითად, სულ მალე ეკრანებზე გამოვა „დამბო“, „მეფე ლომი“, „ალადინი“ და ასე შემდეგ. 

იხილეთ ასევე - რას უნდა ველოდოთ 2019 წელს Disney-სგან?


კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულები
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
ჯერჯერობით უცნობია რამდენი სააპელაციო განაცხადი შევიდა ცენტრში
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება