სიახლეები
სიახლეები

„სკოლებისა და ბაღების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომაროება გამოწვევად რჩება“ - სახალხო დამცველი
17-01-2019
-
+


სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა.

პარლამენტმა, სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ორგანოების მიმართ 27 სხვადასხვა დავალება გასცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

თავის მოკლე მიმოხილვაში  ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურასა და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე; საბავშვო ბაგა-ბაღების არასაკმარის რაოდენობასა და აღმზრდელთა კვალიფიკაციაზე; სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების შენობათა დიდი ნაწილის რეაბილიტაციის, ინვენტარის განახლების, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების აუცილებლობაზე.

„2017 წელს 94 სკოლა წყლის გარეშე ფუნქციონირებდა. განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა კი სოფლისა და მაღალმთიანი რეგიონის სკოლებშია. გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომაროება. 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა, 2018 წელს სახალხო დამცველი აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ობიექტები მოქმედი და ტექნიკურად სრულად გამართული 108 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 18 საჯარო სკოლაში იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას და წყლის სისტემის ხარისხის ამაღლებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და ბავშვებისთვის წლის მისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხს...

სკოლამდელი განათლების სფეროში მთავარ გამოწვევად რჩება საბავშვო ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემები, აღმზრდელთა კვალიფიკაცია და დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგების საკითხი. არასაკმარისია საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა. რეგიონებში არსებულ საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გარემოს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისა და სასწავლო სააღმზრდელო ინვენტარის მიწოდება განახლების მიმართულებით. დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სარეაბილიტაციო და არასათანადო პირობებში ფუნქციონირებს. მოსაწესრიგებელია წყალმომარაგების სისტემები. კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბაგა-ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
„მათ ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ“,- ამბობენ სკოლაში
მათთვის თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა
მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღის შესახებ ვრცლად ისაუბრეს
მეორეკლასელებმა გაზეთზე მუშაობისას საკუთარი ცოდნა და ნიჭი გამოიყენეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება