სიახლეები
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მიზნით პროექტი ხორციელდება
16-01-2019
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის, პედაგოგი ინა მეცხვარიშვილი სადამრიგებლო კლასში პროექტს „მეტი ვიდრე მშობელი“ ახორციელებს.

პედაგოგის თქმით, პროექტი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას ემსახურება. 

„სკოლა და მშობელი - ეს ორი რამ ერთმანეთისგან განუყრელია... ვერ იქნება სასკოლო ცხოვრება წარმატებული და ნაყოფიერი, თუ არ არის ან ნაკლებია მშობელთა აქტიურობა, ინტერესი და ჩართულობა საკუთარი შვილის სასკოლო ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი, დაწყებით საფეხურზე. ეს ამბავი ყველაზე უკეთ მასწავლებლებს გვესმის, გვაწუხებს და ბევრს ვფიქრობთ, თუ როგორ მივუდგეთ ამ საკითხს, რათა მივიღოთ ეფექტური და ნაყოფიერი შედეგი. მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელი ხდება უფრო გამგები, მზრუნველი, ინტერესიანი, თავდაჯერებული.

კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია, გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილნი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. 
მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. დღევანდელი გადასახედიდან, მშობელთა ჩართულობა მხოლოდ მშობელთა კრებას მოიაზრებს, რომელიც ხშირად ან არ იმართება, ან მშობლის მოუცლელობა ხდება დაუსწრებლობის მიზეზი. ამგვარად, მშობელთა კრება ვერ უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ინფორმირებას სკოლაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების თაობაზე. მშობელთა ჩართულობა მხოლოდ მათი სკოლის შენობაში მისვლას და თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრების შედეგების გაგებას არ გულისხმობს. მთავარი ისაა, რომ მშობელი დაინტერესდეს შვილის სასკოლო ცხოვრებით, ამბებით, თავგადასავლებით, რომლებიც ყოველდღე უხვად არის საკლასო ოთახის კედლებში. განათლების ხარისხის გაუმჯობესება განპირობებულია სკოლის, მშობლების და საზოგადოების ერთობლივი მუშაობით.

ჩვენი პროექტი, სახელწოდებით „მეტი, ვიდრე მშობელი“, რომელიც 2016-17 სასწავლო წლის დასაწყისში ჩემს კლასში,  მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით წამოვიწყე სწორედ ამ ყველაფრის მიღწევას ემსახურება და წარმატებით განაგრძობს განვითარებას.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ამ პროექტს კიდევ 2 მნინშვნელოვანი მიზანი დავუსახე:
1.  აღმზრელობითი - ბავშვებმა სხვადასხვანაირად, სხვადასხვა მიდგომებით, ხერხებით და სხვადასხვა, თავიანთი ავტორიტეტი ადამიანებისგან მიიღონ რჩევები, მაგალითები აღმზრდელობითი და შემეცნებთი კუთხით.

2. მშობლებმა თვალნათლივ ნახონ როგორც საკუთარი, ასევე ზოგადად, მათი შვილის კლასის შიდა მდგომარეობა, რადგან ცოტა რთულია მშობლისთვის, გაიაზროს და წარმოიდგინოს ის ყველაფერი, რაზეც მასწავლებელი ესაუბრება, მაგრამ როდესაც თავად აკვირდება და თვალნათლივ ხედავს რა როგორ ხდება, მაშინ უკეთესად იაზრებს და აცნობიერებს, რა არის პრობელმა და რაზე უნდა იმუშაოს.
პროექტის პირველ წელს პროექტის ფარგლებში, კვირაში ერთი დღე, გაკვეთილების შემდეგ ჩვენს კლასში სტუმრად მოდიოდა ერთი  მშობელი საკუთარი თემით, ბავშვებთან (საკუთარი შვილის კლასი) ერთად ატარებდა 40 წუთს, ამ ხნის განმავლობაში კი დიახაც, ის ნამდვილად იყო მეტი, ვიდრე მშობელი...  ამ ხნის განმავლობაში მშობელბმა წარმოადგინეს ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები, როგორიცაა:
„რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარგად ვისწავლლოთ?“ ; „ადამიანის კარგი და ცუდი თვისებები“; „გარემოს დაცვა პოლიეთილენის პარკებისა და პლასტმასის ბოთლებისგან, ასევე სხვა სახის ნარჩენებით დაბინძურებისგან“; „უნარები, თვისებები, ემოციების კონტროლი და გამოხატვა, წესების შესრულების უნარი და შესაბამისად მოქცევა, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და საკუთარი თავის შეფასება“;  "ბუნების დაცვა"; " ემოციები"; ,,პროფესია"; "რატომ გვჭირდება განათლება?“; „ ვინ არის ჩემი მისაბაძი ადამიანი და რატომ?" ; „სამი ჯადოსნური სიტყვა - ,,მადლობა", ,,თუ შეიძლება", ,,ბოდიში";  ,,დაფიქრება საკუთარ ქცევებზე“.

მშობლები თავისუფალნი იყვნენ თემის შერჩევაში, ასევე თავად უნდა დაეგეგმათ, თუ როგორ წარადგენდნენ არჩეულ თემას ბავშვების წინაშე. ერთადერთი მოთხოვა იყო, თემა წარედგინათ გასაგებად, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ამ მოთხოვნის შესრულებაში კი დახმარებას მე თავად ვუწევდი.  ყოველი შეხვედრა სახალისოდ, ნაყოფიერად და ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენი სწავლა-სწავლება სკოლაში აქტიური, მრავალფეროვნი, პოზიტიური და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივი მიდგომებით მიმდინარეობდა. ამ ყველაფერმა კი, ნამდვილად,  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა  პირველი კლასის წარმატებით დასრულებაში.

როდესაც არა ერთი და ორი, არამედ ბევრი ერთი მიზნითა და სულისკვეთებით გაერთიანებული ადამიანი ემსახურება კონკრეტულ მნიშვნელოვან საქმეს, ის უფრო წარმატებული და ნაყოფიერია.
ჩვენი პროექტი, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას ემსახურება, წარმატებით დასრულდა და მისი მიზანი, აქტიურად ჩაერთო მშობლები (ოჯახი) სასკოლო ცხოვრებაში და ასევე, ბავშვებისთვის სხვადადხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა მათთვის ავტორიტეტ და მნიშვნელოვან ადამიანებს წარედგინათ, წარმატებით განხორციელდა. პროექტში კლასის 26 მოსწავლიდან 21 მშობელმა მიიღო მონაწილეობა. ეს კი, დამეთანხმებით, ძალიან კარგი შედეგია. სწორედ ეს შედეგი მაძლევს ამის თქმის საფუძველს.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე (რა თქმა უნდა, მშობელბის თანხმობით), პროექტი მეორე კლასშიც გაგრძელებულიყო, ოღონდ, მეტი ინტერესისთვის, სახეცვლილებით. რადგნ მეორე კლასში კითხვა, აზროვნება, ასაკობრივი ლიტერატურის გაცნობა და რაც მთავარია, წიგნებთან აქტიური მეგობრობა, პრიორიტეტია,  ამიტომაც, გდავწყვიტე, ჩვენი პროექტის ფარგლებში, გავეცნობოდით რამდენიმე საინტერესო ავტორის  წიგნს.  კვირაში ერთხელ, კლასში მოსულ ერთი მშობელთან ერთად, ვშლიდით ფარდაგებს, მოვკალათდებოდით თავისუფლად და ვუსმენდით მოწვეული მშობლის მიერ წაკითხულს. პირველ ჯერზე შევარჩიე ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ძალიან მხიარული, სახალისო და საინტერესო ნაშრომი, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“. ამავდროულად, ასაკობრივად, ზუსტად მეორე კლასელი ადამიანის შესაფერისი საკითხავია. პროექტის შედეგი მინდა  ასეთი - ჩემი მოსწავლეები გაეცნენ რამდენიმე ცნობილი მწერალს და მათ შემოქმედებას და ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წიგნისგან მიღებული სიამოვნება იგრძნეს.

ამჟამად მესამე კლასში ვართ. ასაკის მატებასთან ერთდ, რა თქმა უნდა, იცვლება მოსწავლეთა ინტერესები და მოთოვნილებები. თავს იჩენს სხვადასხვა აქტუალური საკითხი ბავშვების ცხოვრებაში, რაც უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს უფროსებს. ამიტომაც, „მეტი, ვიდრე მშობელის“ ფარგლებში კვლავ გავერთიანდით მე, როგორც კლასის დამრიგებელი და მშობელბი. მშობლებს ყოველთვიურად ვთავაზობ რამდენიმე აქტუალურ თემას, რომლებიც ჩვენთან სტუმრობის დროს, ყოვლეკვირეულად ამახვილებენ ყურადღებას ამ საკითხებზე.
„ზრუნვა ახლობლებზე“, „იცოდე, რა არის ფული“, „დაიცავი უსაფრთხოება“, „გამოხატე გრძნობები“, „სიზარმაცე მოსწავლეებში“, „რატომ და როგორ უნდა იმეგობრო მშობლებთან, ოჯახის წევრებთან“, „მშობლების მხარდაჭერა(ამ სიტყვის არსის გააზრება ბავშვებისთვის) ბავშვებს - როდის გრძნობ მშობლის გვერდში დგომას?“,„ტყუილი“.

პროექტი აქტიურად გრძელდება და რაც მთავარია, ამაღლებს როგორც მოსწავლეთა, ასევე უფროსების ცნობიერებას და დამოკიდებულებას მოცემული აქტუალური თემების შესახებ.
„მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში... პროექტი ,,მეტი ვიდრე მშობელი" ერთი-ერთი წინ გადადგნული ნაბიჯია ამ კუთხით და მიხარია, ჩემი კლასი ამ წინგადადგმული ნაბიჯის ინიციატორი რომ არის“,-აღნიშნავს ინა მეცხვარიშვილი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება