სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში შიდა შეფასების ჯგუფისთვის გაკვეთილი ჩატარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში სტანდარტიზებული გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილი ფიზიკაში პედაგოგმა დარეჯან მახარაძემ ჩაატარა.
გაკვეთილის თემა „სიმძიმის ცენტრი და წონასწორობის სახეები“ იყო.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილს შიდა შეფასების ჯგუფი აკვირდებოდა და მათ ჩატარებული საათი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები