სიახლეები
საინტერესო , რჩევები

მარტო სახლში: რა ასაკში ვანდოთ საკუთარი უსაფრთხოება შვილებს
12-05-2019
-
+


„აუ, დე, დიდი ვარ უკვე, მარტო დავრჩები, ნუ გეშინია“- ბავშვებს ერთი სული აქვთ როდის დარჩებიან სახლში მარტო და დამოუკიდებლობის თავგადასავლებში ჩაებმებიან...

მშობლები კი ღელავენ, არ დაიშავონ პატარებმა რამე და ხშირად უჩნდებათ კითხვა, რა ასაკიდან შეიძლება მათი თხოვნის შესრულება.

ჩვეულებისამებრ, ამ დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმას მშობლები და მათი შვილები სკოლის ადრეული ასაკიდან იწყებენ, თუმცა არ არსებობს კონკრეტული რეკომენდირებული წელი, რომელიც უსაფრთხოების გარანტია. 

არის თუ არა ბავშვი სახლში მარტო დასარჩენად მზად ამის განსაზღვრა მშობელზე უკეთ არავის შეუძლია. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი საზომი შვილის ბუნება და მისი დამოუკიდებლობის ხარისხია.

თქვენი პატარა შესაძლოა, 5 წლის იყოს, მაგრამ კარგად უმკლავდებოდეს თავისი ოთახის საქმეებს, არ ტიროდეს, როდესაც რამეს უმნიშვნელოდ იტკენს და თუნდაც, წყლის დასალევად თქვენ არ გეძახდეთ, მაშინ, როდესაც მეორე შვილი 12 წლის ასაკშიც თქვენზეა მოჯაჭვული და ყველაფრის გაკეთება ეზარება.

მაშინაც კი, თუ უკვე ხედავთ სახლში მარტო დასაჩენად შვილის მზაობას, პირველ ცდაზე ნურც შორს და ნურც დიდი ხნით წახვალთ. თავდაპირველად, დატოვეთ ის 10 წუთით, შინ დაბრუნებული დააკვირდით მის რეაქციას, შემდეგ გაზარდეთ დრო და ნახევარი საათით გადით. ასე დაკვირვებით, ეტაპობრივად მიჰყევით ახალ რიტმს. 

ამასთან, მუდმივად, მაგრამ თამაშ-თამაშით უმეორეთ უსაფრთხოების შემდეგი წესები:

  • არავის უთხრას რომ მარტო რჩება სახლში;
  • არასდროს გაუღოს უცხოებს კარი;
  • საჭიროების შემთხვევაში, დარეკოს მშობლებთან, მეზობელთან ან გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
რაც შეეხება შიდა საშინაო საქმეებს, მარტო დარჩენილმა პატარამ უნდა იცოდეს, რომ ელექტრო გაყვანილობებით, ბასრი საგნებითა და ცეცხლსაშიში ნივთებით თამაში არ შეიძლება. მას დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ უნდა შეეძლოს საჭირო ოთახით სარგებლობა, საკვების მიღება, კარის გაღება-დაკეტვა და ტელეფონის გამოყენება.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება