სიახლეები
სკოლები

თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგმა და მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
16-01-2019
-
+


თბილისის N208 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, სკოლის პედაგოგ მანანა მასურაშვილის ხელმძღვანელობით, საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად დამპალოს სასაფლაოს შესასვლელში, პატარა ფიცრულ ოთახში დაბინავებულ მარტოხელა დედას და მისი სამი შვილს ესტუმრა და სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანა.

„ისინი მათ დაეხმარნენ როგორც თანხით, ასევე პროდუქტით და სხა საჭირო ნივთებით. ამ ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება. მათთვის ზამთრის ყველა გრძელი ღამე გაფერადდა. ჩვენს პატარებს წარმოუდგენელი სიხარული და ბედნიერება მიენიჭათ. მათ იმაზე მეტად უხარიათ, ვიდრე მათ, ვისაც დაეხმარნენ, რადგან ისინი აცნობიერებენ, რომ სიკეთე ჩაიდინეს და აქვთ სურვილი მომავალშიც გაიმეორონ. დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ მანანა მასურაშვილს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რომ თავიანთი მონდომებით და შრომით შეძლეს ღიმილიანი ახალი წლის ჩუქება ერთი ლამაზი ოჯახისთვის.“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება