მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეოცე საუკუნის დასაწყისში მასწავლებლებს ჩაცმაზე საკამოდ დიდი შეზღუდვები ჰქონდათ. ცხადია, მაშინ მასწავლებლის ნახვა შარვლით წარმოუდგენელი იყო, თუმცა შეზღუდვა მხოლოდ შარვალზე არ ვრცელდებოდა. პედაგოგის ჩაცმულობა მკაცრად იყო განსაზღვრული. მასწავლებელს უნდა სცმოდა კოჭამდე კაბა და დახურული ზედატანი.
მასწავლებლების კაბების ფოტოებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ერთიანი კაბებიც არ იყო მოდაში და სხვათაშორის ძალიან ადვილი გამოსაცნობი იყო ქალი ამ ჩაცმულობით, თუ რომელ სფეროს ემსახურებოდა.