სიახლეები
საინტერესო

ირწმუნე შენი შვილის - სესილ ლუპანის აღზრდის 25 პრინციპი
16-01-2019
-
+


„ირწმუნე შენი შვილის“ - ასე დაარქვა 1987 წელს გამოცემულ წიგნს სესილ ლუპანმა. იგი არც ფსიქოლოგია და არც პედაგოგი, უბრალოდ პროფესიონალი დედაა, რომელმაც შვილებთან ურთიერთობა დღიურში დეტალურად აღწერა.

დღეს ეს დღიური ადრეული განვითარების მეთოდური სახელმძღვანელოა და მთელ მსოფლიოშია პოპულარული. სესილ ლუპანი მშობლებს უზიარებს საკუთარ აზრს, როგორ უნდა აჩუქონ შვილს კარგი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ფსიქიკა, თავდაჯერებულობა, ცხოვრების სიყვარული, თავისუფლებისა და ახალი აღმოჩენების წყურვილი.

1. ყველაზე საუკეთესო მასწავლებლები ბავშვისთვის მშობლები არიან.

2. სწავლა თამაშია, რომელიც უნდა შეწყვიტო მანამდე, სანამ ბავშვი დაიღლება.

3. შეუძლებელია არ შეამჩნიო სხვაობა ბედნიერ ბავშვსა და იმ ბავშვს შორის, რომელსაც რაიმეს გაკეთებას აიძულებენ.

4. იძულების არარსებობა - პრინციპია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ამაშია ჩვენი ძალა.   

5. ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვი ისაუბრებს ისე, როგორც მის გარშემო მეტყველებენ. გარემოდან გამომდინარე ის ისაუბრებს დახვეწილი ენით ან ჟარგონული სიტყვებით, შესაძლოა პრიმიტიული და უხეში ენითაც კი.

6. მეტყველება განვითარებას ბავშვის დაბადებისთანავე იწყებს და არა იმ მომენტში, როდესაც ბავშვი პირველ სიტყვას წარმოთქვამს.

7. მეტყველების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა, უმჯობესია ყოველდღიურად. ბავშვისთვის კითხვის შეყვარება - თქვენი მთავარი ამოცანაა.

8. ბავშვის სიტყვიერი მარაგის გამდიდრება თქვენ ყოველდღიურ ამოცანად უნდა იქცეს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას, ბავშვთან საუბრისას, თავი აარიდეთ ჟარგონებს და ვულგარულ სიტყვებს.


9. სკოლაში კითხვის სწავლებას ექვსი წლიდან იწყებენ, ეს ძალიან გვიანია. ექვსი წლისთვის აღქმის შესანიშნავი შესაძლებლობები სწრაფად ილევა.

10. ითვლება, რომ სწავლის დაწყების ოპტიმალური ასაკი 3-6 თვეა. ცუდი არ არის 1 წლის ასაკში დაწყებაც. 2 წლის შემდეგ ბავშვის სწავლება ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული იქნება.

11. რატომ არ შეიძლება ანბანით დაწყება? იმიტომ, რომ ყველა სწავლებას საფუძვლად უდევს პრინციპი: ნაცნობიდან და კონკრეტულიდან უცნობ და აბსტრაქტულამდე. ანბანის ასოები სრული აბსტრაქციაა. ენის ელემენტები არის სიტყვები და არა ასოები.

12. გონება არის ცოდნის ფლობის უნარი.


13. ენდეთ თქვენს შვილს, შესაძლოა მას უბრალოდ თქვენი გაღიზიანება უნდოდა ან სჭირდებოდა, გაგემეორებინათ მისთვის რაღაც კიდევ ერთხელ.

14. არასდროს მოატყუოთ ბავშვი. შეასრულეთ ყველაფერი რასაც დაჰპირდით.

15. მხარი დაუჭირეთ მის წამოწყებებს.

16. შეცდომების შესწორებისას, არასასურველი კომენტარები არ გააკეთოთ, თითოეულ სწორ პასუხზე კი შექება არ დაგავიწყდეთ.

17. ყოველთვის უპასუხეთ ბავშვის კითხვებს. თუ რაიმე არ იცით, არ შეგეშინდეთ ბავშვთან ამის აღიარების და მასაც აჩვენეთ სად მოძებნით პასუხს.

18. გამოთქვით თქვენი აზრი, ეცადეთ ყოველთვის დაასაბუთოთ.

19. თუ ბავშვი ინტერესს კარგავს, ნიშნავს, რომ თქვენ მას თავს აბეზრებთ იმით, რაც მან უკვე იცის.

20. არაფერი ისე არ გადაეცემა ბავშვს, როგორც შიში.

21. არასოდეს უთხრათ: „ეს ბავშვის საქმე არ არის, შენ ყველაფერს გაიგებ, როცა გაიზრდები“.

22. ბევრს ეშინია პატარა ბავშვისთვის საღებავების, ფუნჯებისა და ფანქრების მიცემა: ყველაფერს მოხატავს, გააფუჭებს, დახევს. მაგრამ ბავშვებს, რომელთაც თავის დროზე მუყაოს წიგნების დაღეჭვის, ძველი ჟურნალების დახევისა და ფანქრებით მოხატვის საშუალება მისცეს, უფრო ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე მათ, ვისთვისაც ამის უფლება არ მიუციათ.


23. არასოდეს უთხრათ ბავშვს, რომ ის ცუდად მღერის! მუსიკალური ხმების წარმოთქმის სისწორე თვითრწმენასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

24. არ შეიძლება ჯილდოს სახით ბავშვისთვის საკვების შეთავაზება. ეს ცუდია არა მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით, არამედ ფსიქოლოგიურადაც. თქვენი პატივისცემა ბავშვისთვის საუკეთესო ჯილდოა.

25. ბავშვებს გაცილებით მეტად უყვართ სწავლა, ვიდრე ტკბილეულის ჭამა.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება