სიახლეები
საინტერესო

ფილმები მოსწავლეებისთვის - რას უნდა უყუროთ არდადეგებზე
16-06-2019
-
+


მოსწავლეებისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი, საზაფხულო არდადეგები დაიწყო...

გართობასა და დასვენებასთან ერთად ახლა წიგნების კითხვისა და გამორჩეული ფილმების ყურების დროა...

ახალგაზრდული თუ მოზარდებისთვის აუცილებლად სანახავი ფილმების შემდეგ, etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ. 

„პატარა მის ბედნიერება“ - ეს ფილმი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მნიშვნელოვანია გვერდში დაუდგე საყვარელ ადამიანს და დაეხმარო მას ოცნებების ასრულებაში, იმის მიუხედავად, განწირულია თუ არა მისი ოცნება კრახისთვის. ფილმმა მაყურებლის, კრიტიკოსებისა და „ოსკარების“ ჟიურის მოწონება ერთდროულად დაიმსახურა. 



„მოზარდი“ - ფილმი ერთი ტეხასელი ბიჭუნას 12 წელს მოიცავს, რომელსაც 12 წლის მანძილზე იღებდნენ და ბიჭი ფილმთან ერთად იზრდება. ესაა ფილმი ყველა იმ პრობლემასა და ამბავზე, რომელიც შეიძლება პირველი კლასიდან პირველ კურსამდე შეგემთხვეს - მშობლების განქორწინება, პირველი სიყვარული, სხვაგან გადასვლა, ახალი მეგობრები, სკოლის სირთულეები და ასე შემდეგ. 



„კლუბი, საუზმე“ - ჯონ ჰიუზის საკულტო ფილმი ერთ-ერთი საუკეთესოა იმ უაზრო სტერეოტიპებისა და იარლიყების შესახებ, რომლებსაც სკოლებში შეხვდებით. ფილმი ხუთი მოზარდის შესახებაა, რომლებიც დასაჯეს და სასჯელად ესეს „როგორ წარმომიდგენია ჩემი თავი“ დაწერა დაავალეს. გარიყული, სპორტსმენი, არანორმალური, პრინცესა და წიგნის ჭია - ამ ადამიანებში თითოეული ჩვენგანი იპოვის საკუთარ თავს. 



„სათამაშო“ - ფრანსის ვებერის ფილმი, რომლის სიუჟეტიც ალბათ ყველამ იცის, ყველასთვის საყვარელი საკულტო კომედიაა: მილიონერის პრეტენზიული ვაჟი საჩუქრად მამის გაზეთის თანამშრომელს, ფრანსუა პერენს ირჩევს, რომლის როლსაც შეუდარებლად ასრულებს პიერ რიშარი. ფილმი გულგრილს არავის ტოვებს და რაც მთავარია, ჩვენც და ბიჭუნასაც ასწავლის, რომ ფულით სიყვარულს ვერ იყიდი. 



„მარტოსულობის უპირატესობანი“ - სტივენ ჩბოსკის საკუთარი რომანის ეკრანიზაციამ, რომელიც 2012 წელს გამოვიდა, მაყურებლის გული გამოსვლისთანავე მოიგო. ფილმი მოზარდების რთულ და პრობლემებით სავსე ცხოვრებაზე მოგვითხრობს, 15 წლის ბიჭის, ჩარლის სახით. ის ტრამვირებული და მარტოსული ახალგაზრდაა, რომელსაც მეგობრებისა და ოჯახის თანადგომა სჭირდება და სწორედ მათი სიყვარული დაეხმარა უსიამოვნებების გადალახვაში. (სტივენ ჩბსოკის ეკუთვნის ფილმი „საოცრებაც“ - ისტორია ბიჭზე, სახის გარეშე“). 



„ლედი ბირდი“ - გრეტა გერვიგის ტრაგიკომედია ბოლო დროის ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფილმია. ფილმი 17 წლის გოგონაზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ახალგაზრდა მსახიობი, სირშა რონანი ასრულებს. ის გეგმებსა და თავის მომავალს აწყობს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმა და სწორედ აქ იწყება ბავშვობის „მსხვრევა“ - იმ ბავშვობის, წლების მერე რომ ღიმილით გაიხსენებთ. ფილმი ამ ჟანრში საუკეთესო ნამდვილად არაა, მაგრამ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ის ყველამ უნდა ნახოს. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება