სიახლეები
რჩევები

არავერბალური კომუნიკაცია, როგორც კლასის მართვის საუკეთესო მექანიზმი - რჩევები მასწავლებლებს
31-01-2019
-
+


არავერბალურ კომუნიკაციას საფუძველი 1872 წელს, ჩარლზ დარვინის კვლევის შედეგად ჩაეყარა, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებში ემოციების გამოხატვას ეფუძნებოდა. ინგლისელი მეცნიერის სხვა კვლევებმა არავერბალურ კომუნიკაციას სულ სხვა გასაქანი მისცა, შეიცვალა წარმოდგენები მასზე და მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომუნიკაცია კომუნიკაციებს შორის. 

ხელის ან თვალის მოძრაობა, ხმის ტემბრი, მიმიკა, გამომეტყველება ხშირად სიტყვებზე მეტია - ამას მეცნიერები მრავალი ნაშრომით ადასტურებენ და იქვე ამატებენ, რომ არავერბალური კომუნიკაცია ყველაზე მეტადაა მოკლებული სიყალბეს. არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა ხშირად ყველაზე უკეთ გადმოსცემს სათქმელს, ეს კი გვეხმარება უკეთ ამოვიცნოთ მოსაუბრე ან თუნდაც, თავი დავიცვათ მისგან. 

არავერბალურ კომუნიკაციას იყენებს ყველა, თუმცა ბოლო დროს ამ ხერხს განსაკუთრებით პედაგოგები მიმართავენ, რომლებსაც ყოველდღიურად ასობით მოსწავლესთან აქვთ კონტაქტი და მათ გასავითარებლად სხვადასხვა მეთოდის გამოყენება უწევთ. 

სწორედ ამიტომ etaloni.ge გთავაზობთ არავერბალური კომუნიკაციის იმ ფორმებს, რომლებიც მოსწავლეებთან მუშაობაში დაგეხმარებათ და ისედაც, რაც მეტი გვეცოდინება ამ საკითხზე, მით უფრო გაგვიადვილდება ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანთან. 

უკვე წლებია, რაც მასწავლებლები არავერბალურ კომუნიკაციას კლასის სამართავად იყენებენ. ასევე, ისინი ასწავლიან მოსწავლეებს ყველაზე საჭირო უნარების გამოყენებას და სხეულის ენის კონტროლს. უცხოეთში ეს პრაქტიკა დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და იქ, საკლასო ოთახის მორთულობა და მერხების განლაგებაც კი „მეტყველებს“. 

რატომ არის მნიშვნელოვანი არავერბალური კომუნიკაცია? - პირველ რიგში, ის სანდო და საიმედოა, ასევე, უფრო მრავლისმთქმელია და რაც შეიძლება ნაკლები სიტყვების გამოყენებას ითხოვს კომუნიკაციის დროს. არავერბალურ კომუნიკაციას მოსწავლეები ვერბალურამდე სწავლობენ და სწორედ ამიტომ, ამას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

რა და როგორ შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა არავერბალური კომუნიკაცია კლასში?  -არავერბალური კომუნიკაციის სულ ოთხი კატეგორია არსებობს: ფიზიკური, სიმბოლოები (ნიშნები), სიგნალები და ესთეტიური. უცხოური გამოცდილებით დასტურდება, რომ საკლასო ოთახში ოთხივე კატეგორიის გამოყენება ეფექტურია. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ მოსწავლეებთან მუშაობისას: 

თვალით კონტაქტი - საუბრისას, გაკვეთილის ახსნისას აუცილებელია მსმენელს პირდაპირ თვალებში უყუროთ. ფიზიკური კომუნიკაციის ეს ფორმა, ისევე როგორც სიცილი, მიმიკა, ნებისმიერ გაკვეთილზეა ეფექტური. 

ვიზუალური მასალა - ნახატების, სხვადასხვა სიმბოლოსა და ნიშნის გამოყენება გაკვეთილს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის. ამ ფორმის გამოყენება ძირითადად შეფასების დროს ხდება, მაგალითად, მოსწავლის პასუხები „დიახ“ და „არა“ შეიძლება შესაბამისი სიმბოლოებით გამოსახოთ ან ქულების მაგივრად სხვა სისტემა შეიმუშავოთ და ამგვარად შეაფასოთ მოსწავლე. ვიზუალურ მასალას, ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაკვეთილის ახსნის დროსაც, რადგან სწორედ ვიზუალიზაცია განაპირობებს მათ ინტერესსა და მოტივაციას, რა თქმა უნდა, ასაკისა და ინტერესების შესაბამისად. 

სიგნალები - სხვადასხვა სიგნალი, როგორიცაა ფერები, ხმა, ფერადი ფურცლები, შეიძლება სულ სხვაგვარი მნიშვნელობით დატვირთოთ, რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებთ და შემდგომ კლასში გამოიყენოთ. მაგალითად, პატარა ზარი დარეკოთ, როცა გინდათ, რომ მოსწავლემ კითხვაზე პასუხის გაცემა შეწყვიტოს, რადგან უკვე საკმარისია ან ფერადი ფურცლებით ანიშნოთ, სწორი და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში. სიგნალები დაგეხმარებათ მარტივად და სწრაფად აკონტროლოთ სიტუაცია და მოსწავლეებიც დააინტერესოთ. 

და ბოლოს, ესთეტიური კომუნიკაცია ის კატეგორიაა, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. კომუნიკაციის ეს ფორმა შეიძლება გამოიხატოს ყველაფერში, გარდა სიტყვებისა. ცეკვა, სიმღერა, ფერადი კოსტიუმები, ხატვა და ზოგადად ხელოვნება - ყველაფერი, სადაც ბგერების ნაცვლად ესთეტიკა „საუბრობს“. 

რატომაა ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მოსწავლეები მარტივად ხვდებიან მასწავლებლის ემოციებს, შედიან მათთან კონტაქტში და სწორად ამჩნევენ მის დამოკიდებულებას მათ მიმართ და თუ მასწავლებელი არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს სწორად გამოიყენებს, ეყოლება ძლიერი კლასი, ეფექტური, კომუნიკაბელური და მრავალმხრივ მოაზროვნე მოსწავლეებით.

წყარო: inc.com 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
სტუდენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებდა, რის გამოც იგი სცემეს
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება