სიახლეები
რჩევები

6 რამ, რაც თქვენი შვილის მასწავლებელზე აუცილებლად უნდა იცოდეთ
14-01-2019
-
+


სკოლა მეორე სახლია, მასწვლებელი კი მთელი კლასის მშობელიო, - ამბობენ ხშირად... ამდენად, რა გასაკვირია, რომ თქვენი შვილებისთვის სასწავლო გარემოსა და საუკეთესო პედაგოგებს გულმოდგინედ არჩევთ.

პროფესიონალიზმისა და ბავშვების სიყვარულის გარდა, Etaloni.ge გთავაზობთ 6 გასათვალისწინებელ ფაქტორს, რომელთა შესახებაც შვილის მასწავლებელზე აუცილებლად უნდა იცოდეთ:

ექცევა თუ არა მასწავლებელი ყველა მოსწავლეს თანაბრად...



ობიექტური მიდგომები და ყველა მოსწავლის თანაბარუფლებიანად აღქმა მნიშვნელოვანია. არასწორია ბავშვების რაიმე კონკრეტული ნიშნით გამოყოფა და თანაკლასელების ერთმანეთთან შედარება.

როგორ უმკლავდება კონფლიქტურ სიტუაციებს...



ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია ყურადსაღები უნდა იყოს პედაგოგისთვის და მას საკითხის ეფექტური გადაწყვეტა უნდა შეეძლოს. მიუღებელია გულგრილი დამოკიდებულება და რომელიმე მოსწავლის ინტერესის გატარება. 

საყურადღებოა აძლევს თუ არა მოსწავლეს საჯარო შენიშვნას...



თითოეული მოსწავლე ინდივიდია და მათთან სწავლებისა თუ აღზრდის მეთოდებიც გამორჩეული უნდა იყოს. მიუღებელია კლასის წინაშე მოსწავლის დასჯა და მისი გადაქცევა თანატოლების დაცინვის ობიექტად.

მნიშვნელოვანია როგორ ატმოსფეროს ქმნის მასწავლებელი კლასში...



უპირველესად, მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა. პედაგოგი გაკვეთილზე ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სწავლისთვის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური მზაობის შექმნას უნდა უწყობდეს ხელს.

იკითხეთ შეიძლება თუ არა გაკვეთილზე დასწრება...



პედაგოგზე გარკვეულ წარმოდგენას სხვა მშობლებისა და თავად მოსწავლეების შეფასებები გვიქმნის. თუმცა, შესაძლოა, მასწავლებელი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა არ იყოს კლასში, როგორიც მშობლებთან წარმართული საუბრისას. მეტი სიმშვიდისთვის სასურველია, დირექციისგან ითხოვოთ ნებართვა ღია გაკვეთილებზე დასასწრებად, რაც კლასის საერთო დონისა და სწავლების მეთოდების გაცნობის საშუალებას მოგცემთ.

გახსოვდეთ, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია...



ნუ გაიკვირვებთ თუ მას კინოში, კაფესა ან სანაპიროზე შეხვდებით. ეს პედაგოგის პირადი, არასამუშაო გარემოა, რომელსაც კლასთან არაფერი აკავშირებს.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება