ბათუმში პიროტექნიკის გამოყენების წესის დარღვევის გამო 8 წლის ბიჭი დაშავდა. ბავშვმა დაზიანება ხელისა და სახის არეში მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
არასრულწლოვანს მკურნალობა დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ჩაუტარდა. დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების წესის დარღვევის გამო საავადმყოფოებს 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.