სიახლეები
სიახლეები

როდის იქნება მზად 2017-2018 წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლები?!
15-01-2019
-
+


2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებული მოსწავლეებისთვის გადასაცემ ოქროსა და ვერცხლის მედლებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მედლები მარტის თვეში უნდა წარმოადგინოს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2 640 ცალი ოქროს და 1 062 ვერცხლის მედალსა და 3 700 ცალი მედლის ჩასადები ყუთის შესაძენად, ტენდერი 2018 დეკემბრის თვეში გამოაცხადა.

ტენდერში შპს „ბენდს იმპორტმა“ გაიმარჯვა და საბოლოოდ, სააგენტომ კომპანიას 97 799 ლარი გამოუყო.

მედლებისა და მის ჩასადებად განკუთვნილი ყუთების ჩასაბარებლად, კომპანიას 45 დღე აქვს გამოყოფილი. ამასთან, ცნობილია, რომ კომპანიამ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება 2019 წლის 4 იანვარს გააფორმა, ხოლო მედლების ჩაბარების ბოლო ვადად 11 მარტია განსაზღვრული.

იხილეთ ასევე: 

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის სერტიფიკატების ფორმატი დამტკიცდა

2017-2018 სასწავლო წელს სკოლადამთავრებული მედალოსანი მოსწავლეების სია ცნობილია


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება