სიახლეები
საინტერესო

ფრანკფურტის კვალდაკვალ - პარიზის წიგნის ბაზრობა საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ელის
11-01-2019
-
+


ალბათ გვახსოვს, რომ 2018 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ერთი ამბავიც, ყველაზე ლიტერატურული და საამაყო - საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. ამ ამბავს უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამავე სტატუსით საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასაც ეწევევა. 

შეთავაზება საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზევე მიიღო, თუმცა მაშინ წიგნის ეროვნულ ცენტრს თანხმობისთვის მთავრობის დასტური და მონაწილეობის სურვილი სჭირდებოდა. საბოლოო პასუხი მთავრობისგან ცენტრმა დეკემბერში მიიღო და ახლა უკვე ვიცით, რომ 2021 წელს ქართველი ავტორები ფრანგული აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან. 

როდის იმართება და რა არის პარიზის წიგნის ბაზრობა? 

პარიზის წიგნის ბაზრობა „Salon Du Livre“ 1981 წლიდან, ყოველწლიურად მარტის თვეში იმართება და საპატიო სტუმრის სტატუსით ერთ ქვეყანას იწვევს. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც 37 ქვეყნის 1200 გამომცემელსა და 2000 ავტორს აერთიანებს. ბაზრობა მწერლების, გამომცემლების, მხატვრებისა და პუბლიცისტების  შეხვედრის ადგილია, სადაც მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაა  წარმოდგენილი: ახალი წიგნები და ჟურნალები, ახალი ბეჭდვითი ტექნოლოგიები და ინოვაციები გამომცემლობით საქმიანობაში. წიგნის ბაზრობის ჩატარების უცვლელი ადგილი პორტ-დე ვერსალის საგამოფენო პარკია, რომელიც ფართობიც 55 000 მ2 უტოლდება. 

რა იქნება პარიზში და რა იყო აქამდე? 

აქამდე იყო ის, რომ საქართველოს პარიზის წიგნის ბაზრობაზე ერთი სტენდიც კი არ ჰქონია, რადგან ის ყველაზე დახურული ბაზრობაა ქართული ლიტერატურისთვის. ამის მიზეზი, პირველ რიგში არის ის, რომ ქართული წიგნები ფრანგი მკითხველებისთვის, პრაქტიკულად არ ითარგმნება. ფრანგული წიგნის ბაზრისთვის ქართველი ავტორები უცნობები იყვნენ და არიან, ხოლო ეს სტუმრობა კი ამ სურათს რადიკალურად შეცვლის. ისევე როგორც ფრანკფურტში, ამ წიგნის ბაზრობისთვისაც ითარგმნება ბევრი წიგნი, ქართველი მწერლები, პოეტები, მხატვრები, ჟურნალისტები თავიანთ ინტელექტუალურ რესურსს მთელი საფრანგეთის მასშტაბით წარუდგენენ დამსწრე აუდიტორიას და ამით კიდევ ერთი ნაბიჯით წასწევენ წინ ქართულ კულტურას. 

პარიზში წამსვლელი ავტორების, სათარგმნი წიგნებისა და კრებულების თუ წარსადგენი კონცეფციის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა პარიზში სტუმრობამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, რათა საკადრისად მოვემზადოთ და ქართული კულტურა ფრანგებამდე მივიტანოთ. იმედია, საფრანგეთსაც ეყოლება თავისი იოახიმ უნზელდი, რომელიც მარტში იტყვის, რომ „ეს იყო საუკეთესო წიგნის ბაზრობა პარიზის ისტორიაში“, მანამდე კი წიგნის ეროვნულ ცენტრს და ქართულ ლიტერატურას წარმატებები ვუსურვოთ. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება