სურათი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სიტყვა - სამყარო, სადაც ბავშვები განსხვავებულ გარემოში იზრდებიან
11-01-2019
დაკოპირებულია
-
+
„გამარჯობა, მე ვარ უგური და ვცხოვრობ თურქეთში. ჩემი მიზანია, მსოფლიოს ვაჩვენო, თუ როგორ განსხვავებულ გარემოში ვცხოვრობთ და დავიცვა სოციალური თანასწორობა. მე მინდა ვუთხრა უარი განსხვავებული სამყაროების განსხვავებულ კონტრასტს“ - ამ ფრაზით იწყებს თავის ისტორიას ახალგაზრდა შემოქმედი, რომელმაც თავისი სათქმელი ფოტოებით თქვა.
სურათი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სიტყვა. მასზე აღბეჭდილი კადრები რეალურია და მაშინ, როცა ჩვენ ჩვენს ოფისებში ლოკალურ ამბებს განვიხილავთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფრო გლობალურ პრობლემებს ებრძვიან.
„ხელოვნება ყველასთვის გასაგები ენაა. ის ცნობიერების ამაღლებაზე და განწყობის შექმნაზე ერთდროულად მოქმედებს და დიდხანს რჩება ჩვენს მეხსიერებაში“ - ამბობს უგური.
ეს ფოტოები ხელოვნების ნიმუშებად არ ჩაითვლება, მაგრამ აუცილებლად მოგვანდომებს მშვიდობას, მშვიდობას სახლში და სამყაროში....