სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

სად უფრო მარტივია მასწავლებლად მუშაობის დაწყება კერძო თუ საჯარო სკოლაში?!
11-01-2019
-
+


რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოში მასწავლებლობის მსურველები და რამდენად მარტივია გამოცდილების არმქონე ახალგაზრდებისთვის პედაგოგად მუშაობის დაწყება?! - აღნიშნულ კითხვებზე პასუხების გაცემას etaloni.ge შეეცადა. 

ჩვენ, როგორც სკოლის დირექტორებს ისე მასწავლებლობის მსურველებსა და იმ ახალგაზრდა პედაგოგებს გავესაუბრეთ, რომლებმაც მასწავლებლის პროფესიაში პირველი ნაბიჯები ახლა გადადგეს.

ჩვენთან საუბრისას, კერძო და საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტი განათლება და ადამიანის პიროვნული თვისებებია.

რუსთავის კერძო სკოლის „რუსთველის“ დირექტორი ზაირა კიკნაველიძე: 

„პედაგოგის შერჩევისას, პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევ განათლებას, მნიშვნელოვანია სად მიიღო განათლება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ინტელექტი, მეტყველება, გადმოცემის უნარი. ყურადღებას ვაქცევ ესთეტიკურ მხარესაც, რამდენად მოწესრიგებულია ადამიანი. ამ ყველაფრის შემდეგ ვატარებ ტესტირებას, ვაგეგმინებ გაკვეთილს და ვესაუბრები ამ თემაზე, რითაც უფრო მეტად მექმნება წარმოდგენა ადამიანის განათლებასა და ინტელექტის შესახებ. შესაძლოა, რაღაც მოგვეწონოს, რაღაც - არა, მაგრამ საერთო ჯამში, გადაწყვეტილებას ადამიანის ინტელექტისა და პიროვნული ბუნებიდან გამომდინარე ვიღებ და თითქმის, ყოველთვის ამართლებს ასეთი მიდგომა. რაც შეეხება სტაჟს, სიმართლე გითხრათ, გამოცდილებას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან საიდანღაც უნდა დაიწყო, რომ გამოცდილება მიიღო, ამიტომ ეს ჩემთვის დაბრკოლება არ არის. მთავარია რა განათლება აქვს მიღებული და როგორი ინტელექტის პატრონია“.

თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური: 

„რასაკვირველია, კანონმდებლობით განსაზღვრულია რა განათლება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეძლოს, თუმცა, ამის იქით, მნიშვნელობას ვანიჭებ იმას თუ რამდენად ჰუმანური და კულტურულია ადამიანი. ვუყვები სხვადასხვა „ქეისებს“ და ვთხოვ მითხრას როგორ მოიქცეოდა ასეთ დროს. შეიძლება, დიპლომიც ჰქონდეს, მასალასაც შესანიშნავად ფლობდეს თეორიულად, თუმცა, ელემენტარულად აღმოჩნდეს უკულტურო. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პიროვნულ თვისებებს. რა თქმა უნდა, გამოცდილება ძალიან ძვირფასი რამ არის, თუმცა, ოდესმე ყველა იწყებს და ახალგაზრდებს ამის გამო უარს არ ვეუბნები. მქონია პრაქტიკაშიც გამოცდილება, როდესაც სრულიად გამოუცდელი ამიყვანია და ამის გამო ბედნიერი ვყოფილვარ, რადგან ვუყურებდი როგორ დაიბადა შესანიშნავი პედაგოგი ჩემი სკოლის წიაღში. ასე რომ თუ გამოცდილება არ აქვს, ეს არანაირად არ ეთვლება ადამიანს მინუსში“.

თბილისის „ქართულ-ამერიკული“ სკოლის დირექტორი ირმა მესხიშვილი: 

„პირველ რიგში, უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტს, რა მოთხოვნებიც აქვს პედაგოგს: ჩართული უნდა იყოს მასწავლებელთა სქემაში, უნდა იყოს სერტიფიცირებული, უნდა ჰქონდეს მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება მაინც. ამის შემდგომ უკვე პირადად ვესაუბრებით,  თუ როგორ წარმოუდგენია და რატომ სურს ჩვენს სკოლაში მუშაობის დაწყება, რა სიახლეებს შემოიტანს სკოლაში, როგორია მისი შეხედულებები განათლების სფეროში. ასევე, მნიშვნელოვანია თუ რატომ მოდის ძველი სამსახურიდან. პედაგოგი ატარებს იმიტირებულ გაკვეთილს, სადაც ძალიან კარგად ჩანს მისი ხედვები - რას ანიჭებს უპირატესობას, როგორია მისი მიდგომები და ხასიათი. ძირითადად, ეს არის ის ყველაფერი, რის მიხედვითაც მასწავლებლებს ვარჩევთ“.

სკოლის დირექტორების უმეტესობა მართლაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მასწავლებლის სტაჟს, რაზეც, როგორც კერძო ისე საჯარო სკოლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიებიც მეტყველებს. მაგალითად, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ დაწყებითი მასწავლებლის ვაკანსიაზე მოთხოვნათა სიაში პირველი პედაგოგის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილებაა მითითებული; ისტორიის მასწავლებლის ვაკანსიაში - მინიმუმ 2-წლიანი და ა.შ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნათა სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს განათლება - სკოლების უმეტესობას მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირის აყვანა სურს სკოლაში, რომელიც ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაშიც ჩართულია.

იმის გასაგებად თუ რამდენად მარტივი ან რთულია პედაგოგად მუშაობის დაწყება, etaloni.ge იმ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც გაესაუბრა, რომლებიც ახლა იწყებენ/დაიწყეს სკოლაში მუშაობას ან ვერ მოახერხეს მუშაობის დაწყება.

როგორც ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელმა, ქეთევან კვეკვეციამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, არც მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამა აქვს გავლილი და არც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში არ არის ჩართული, მუშაობის დაწყება მაინც მოახერხა.

„პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგისტრატურაზე მეორე კურსზე ვსწავლობ და ჯერჯერობით, არც მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამა გამივლია და არც საგნის გამოცდა მაქვს ჩაბარებული, ამიტომ მასწავლებლად მუშაობის დაწყება მარტივი არ ყოფილა, თუმცა, ალბათ გამიმართლა, რადგან შევძელი და სექტემბერში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა ერთ-ერთ კერძო სკოლაში დავიწყე. სიმართლე გითხრათ, მუშაობის დაწყებამდე ბედი არაერთხელ ვცადე საჯარო სკოლაშიც, თუმცა, პრაქტიკულად შეუძლებელია ახალგაზრდა, სტაჟის არმქონე მასწავლებელმა მუშაობა საჯარო სკოლაში დაიწყოს. გარდა ამისა, როგორც გითხარით, მასწავლებლის კრედიტიანი პროგრამაც არ მაქვს გავლილი და საჯარო სკოლა მაინც ვერ ამიყვანდა“, - გვითხრა კვეკვეციამ.

საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყების სირთულეზე გვესაუბრება კიდევ ერთი მასწავლებლობის მსურველი, რომელმაც სკოლაში სამსახურის დაწყების მიზნით არაერთი გასაუბრება გაიარა, თუმცა, უშედეგოდ.

„მასწავლებლობა მართლაც ყველაზე მაგარი პროფესიაა. სკოლაში მუშაობა და პედაგოგობა ბავშვობიდან მინდოდა, თუმცა, ჯერჯერობით არ გამომივიდა. გული მწყდება, რომ ყველგან სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ, არადა როგორ უნდა მიიღო ეს გამოცდილება თუკი არავის აჰყავხარ მის გარეშე, ერთგვარი პარადოქსია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტიც დავამთავრე და მასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩავაბარე, მუშაობა მაინც ვერ დავიწყე. გარკვეულწილად მესმის, რომ რთულია რისკზე წასვლა, როცა საქმე ბავშვებს ეხება, მაგრამ მე გეტყოდით, რომ ახალგაზრდებს თავისი ინოვაციური მიდგომებითა და თანამედროვე ხედვებით, გაცილებით უკეთ შეუძლიათ ბავშვების გაგება ვიდრე ასაკოვან პედაგოგებს“.


კომენტარები


სკოლები
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ზეიმი სრული ანშლაგით ჩატარდა, ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მხიარული ნომერი
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე
სიახლეები
ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო დიპლომატიიის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებაზე გაამახვილა ყურადღება
არ არსებობს ოფიციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსება და წარდგენაც ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგებს შეუძლიათ
ბაღი 2014 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან მშობელთა ნდობა და ბავშვების გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა
იმდინარე წლის 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდი - პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
პროგრამა საქართველოს მასშტაბით 230 სკოლას უწევს დახმარებას და ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებას
საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
საზოგადოება