სიახლეები
საინტერესო

როგორ სწავლობენ არაბათა გაერთიანებულ საამიროებში ბავშვები
10-01-2019
-
+


1975 წლამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოსახლეობის მხოლოდ 53% ითვლებოდა განათლებულად. პირველი ტრადიციული სკოლები ქვეყანაში სულ რაღაც 60 წლის წინ გაჩნდა. დღეს კი აქ საუკეთესო უნივერსიტეტების ფილიალებია, ბაღებში კი ბავშვები სამი თვიდან მიჰყავთ.

70-იან წლებამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული საგანმანათლებლო სისტემა არ არსებობდა: მოსახლეობა წერას მეჩეთებთან არსებულ ჯგუფებში სწავლობდა. სავალდებულო საშუალო განათლება საამიროების მოქალაქეებისთვის 1971 წელს შემოიღეს.

შეიხმა ზაიდმა, რომელიც საამიროების პრეზიდენტი 33 წლის მანძილზე გახლდათ, სკოლების მასიურად გახსნა დაიწყო. სკოლებში იწვევდნენ პედაგოგებს სხვა ქვეყნებიდან, გაკვეთილები ინგლისურ ენაზე საერთაშორისო პროგრამების მიხედვით ტარდებოდა.

შედეგად არაბთა გაერთიანებულ საამიროების განათლების სისტემამ საუკეთესო მეთოდები მსოფლიო გამოცდილებიდან აიღო და შედეგსაც მიაღწია. საამიროებში არსებობს კერძო სკოლები, რომლებიც მუშაობენ, ბრიტანული, ლიბანური, ამერიკული, ფრანგული, რუსული, ინდური და იაპონური სისტემით. პირველ ადგილზე სასწავლო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით ბრიტანული პროგრამაა - საამიროების სკოლების მესამედი მისი მიხედვით მუშაობს.

45 დღე დეკრეტული შვებულება, მინი-ბოტანი საბავშვო ბაღში და ჰიმნი ზეპირად

ქვეყნის შრომის კანონმდებლობა ქალებს ძალიან მოკლე დეკრეტული შვებულების უფლებას აძლევს - სულ რაღაც - 45 დღეს. ამიტომ დედების უმეტესობა იძულებულია შვილი საბავშვო ბაღებში მიიყვანოს. სპეციალური ბაღები ბავშვებს სამი თვიდან იღებენ, ჩვეულებრივ ჯგუფებში კი 3-5 წლის ბავშვები მიდიან.

საბავშვო ბაღში ბავშვებს სკოლისთვის ამზადებენ, ასწავლიან კითხვას, წერას და არითმეტიკას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პატრიოტულ აღზრდას: ბავშვი ზეპირად სწავლობს სახელმწიფო სიმბოლიკას და ყველა საამიროს სახელს, ასევე შეიხების სახელებს. ქვეყანაში, სადაც მიწათმოქმედება არ არის განვითარევული, ბავშვებს ბაღის მოვლას ასწავლიან. სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე მინი-ბოსტნებს აწყობენ და ბოსტნეულს ზრდიან.

ბაღებში აქტიურად იყენებენ ადრეული განვითარების მეთოდიკას.

გამრჩეული სკოლების რეიტინგი

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დუბაიში დაახლოებით 200 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, მათში ბავშვის შეყვანა არც ისე მარტივია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ერთი სკოლა 1000-1500 მოსწავლეზეა გათვლილი. მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღება თებერვალში იწყება.

განათლების სამინისტროს საიტზე რეიტინგი ქვეყნდება, იგი აჩვენებს, მოხვდა თუ არა სკოლა კატეგორიაში -  „გამორჩეული“. რეიტინგი დეპატრამენტის მონიტორინგის შედეგებზეა დაფუძნებული. აქვე შესაძლებალია სკოლების ჩამონათვლის, სწავლის მიახლოებითი საფასურის და სკოლაში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების ნახვა.


სწავლა 12 წელი გრძელდება. საგნების რაოდენობა 40-50 აღწევს: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, ჩინური ენები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიზნესი, ბიოლოგია, გეოგრაფია, დიზაინი, საინფორმაციო ტექნოლოგიერბი, ხელოვნება, ისტორია და ა.შ. განათლების ამერიკულ სისტემაში კი მოსწავლეს თავად შეუძლია საგნების ამორჩევა.

ფაქტობრივად ყველა სკოლაში სავალდებულოა არაბული ენის კურსი, ყველა აღსაზრდელი ითვისებს წერა-კითხვის საბაზო უნარებს.

რელიგიურ მუსულმანურ სკოლებში გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე სწავლობენ. მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სასწავლო პროცესში ფიზიკური მომზადება. ბევრ სკოლაში არის აუზები და შესანიშნავად აღჭურვილი საფეხბურთო მოედნები.

პირველი გაკვეთილი დილის 8 საათზე იწყება. დაბალი კლასის მოსწავლეები 13.00 საათზე თავისუფლდებიან, უფროსკლასელები კი 15.00-16.00 საათამდე რჩებიან.

საშინაო დავალებას მოსწავლეებს ორშაბათს აძლევენ. ტესტური ან წერითი დავალება მოსწავლეებმა კვირის ბოლოს, ეს დღე კი ხუთშაბათია (რადგან პარასკევი ემირატებში უქმე დღეა) უნდა ჩააბარონ.

მკვიდრი მოსახლეობისთვის განათლება უფასოა, მათ შორის უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებშიც. 

სკოლაში მოსწავლეების კვებაზე მშობლები აგებენ პასუხს. ბავშვები ჭამენ იმას, რაც სახლიდან მიაქვთ. საუზმის ყუთების შემადგენლობას კი მასწავლებლები ამოწმებენ: იღებენ შოკოლადის ბატონებს და მავნე პროდუქტებს.

მხოლოდ სამი სახელმწიფო უნივერსიტეტი

უმაღლესი განათლება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო სისტემას ეფუძნება. საამიროებში სამ სახელმწიფო და დაახლოებით 130 კერძო უნივერსიტეტს აქვს აკრედიტაცია. დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიის ცნობილი უნივერისტეტების კამპუსები დუბაისა და შარჯაშია თავმოყრილი.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება