სიახლეები
რჩევები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თავაზიანობა - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს
31-01-2019
-
+


თავაზიანობა - ეს არის აღზრდის, ტაქტის, ზრდილობის ერთობლიობა.  იმისთვის, რომ ბავშვი თავაზიანი გაიზარდოს, მშობლები აქცენტს აკეთებენ კარგ მანერებზე, ცდილობენ ბავშვს ასწავლონ სიტყვები: "გამარჯობა", "ნახვამდის", "მადლობა", "თუ შეიძლება", "გთხოვ", "ბოდიში",  "მაპატიე" და ა. შ.                   

ფსიქოლოგების აზრით, ყოველთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ურთიერთობს მშობელი შვილთან, როგორ ესაუბრება, რამდენად პატივისცემით ეპყრობა მას და მის სურვილებს.

როგორ უნდა მიაღწიოს მშობელმა იმას, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს თავაზიანი მანერები? ფსიქოლოგები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ:

  • იყავით მაგალითი ბავშვისთვის- ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვი ინტუიციით შეითვისებს თავაზიანობასა და პატივისცემას გარშემო მყოფების მიმართ. ამდენად, ბავშვის საუკეთესი მაგალითი - მშობელი, რომლისგანაც ბავშვი ახდენს სხვადასხვა მანერის მიბაძვას, უნდა იყოს ბავშვისთვის სამაგალითო ურთიერთობებში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტრანსპორტში, სტუმრად თუ მაღაზიაში. ასწავლეთ ბავშვებს ე.წ. "ფორმულა“ - მოექცნენ სხვას ისე, როგორც მათ თვითონ უნდათ, რომ მოექცნენ.

  • წაუკითხეთ ლექსები და ზღაპრები. აჩვენეთ მულტფილმები სადაც დადებითი პერსონაჟები დომინირებენ თქვენთვის სასურველი იმ თვისებებით , რაც გინდათ რომ თქვენმა შვილმა აითვისოს. აუხსენით, რომ ეს პერსონაჟი ყველას უყვარს მისი მანერებიდან და საქციელებიდან გამომდინარე. ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საყვარელი პერსონაჟის საქციელებს. ამდენად, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენი ბავშვის ჩამოყალიბებაზე. 

  • არასოდეს ვაიძულოთ ბავშვს მისალმება და მადლობის გადახდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასწავლოთ ბავშვს ეს ორი ჯადოსნური სიტყვა- "მადლობა" და "ბოდიში". თუმცა ამის სწავლა არ უნდა მოხდეს იძულებით. არასოდეს აიძულოთ მადლობა გადაუხადოს ან ბოდიში მოუხადოს სხვას. მხოლოდ იმიტომ რომ ამით მის თავაზიანობას გაუსვათ ხაზი საზოგადოებაში. მაშინ როდესაც ეს ყველაფერი იძულების გზით მოხდება, ის ვერასოდეს მიხვდება ყოველივე ამის მნიშვნელობას და აზრს.
  • მნიშვნელოვანია ბავშვს ადრეული ასაკიდან ასწავლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო მაგალითს ისევ და ისევ თქვენგან - მშობლისგან აიღებს. ის ხედავს როგორ იქცევით თქვენს მეგობრებთან , მშობლებთან და უშუალოდ ბავშვთან.  არ მოერიდოთ ბოდიშის მოხდას, მაშინ, როდესაც დამნაშავე ხართ. მოიხადეთ ბოდიში ბავშვის თანდასწრებით და აუხსენით მას, რატომ გააკეთეთ ეს. ასწავლეთ, როდის იხდიან ადამიანები ბოდიში. ფსიქოლოგების აზრით, დაახლოებით 2 წლის ასაკიდან უკვე  ნაცნობია დანაშაულის განცდა. ხოლო 3 წლიდან ბავშვი უკვე გააზრებულად სწავლობს ბოდიშის მოხდას და შეუძლია გააანალიზოს საკუთარი ემოციები. ამ ასაკიდან ბავშვს უკვე შეუძლია გაიგოს მშობლისგან მიღებული ბოდიშის მნიშვნელობაც. ამდენად, არ დაგავიწყდეთ საკუთარი მაგალითით ასწავლოთ მას ბოდიშის მოხდის აუცილებლობა.

ზრდილობიანი ბავშვის აღზრდა ნებისმიერი მშობლის საზრუნავს და არც თუ ისე მარტივ ამოცანას წარმოადგენს. თუმცა გახსოვდეთ, რომ მოთმინებით, საკუთარი კარგი მაგალითითა და ყურადღებით აუცილებლად შეძლებთ თქვენი შვილის კარგი მანერების გამო ქება თქვენც დაიმსახუროთ და თქვენმა შვილმაც.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის დამრიგებელი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება