სიახლეები
საინტერესო

რამდენი ხანი გრძელდება მასწავლებლების შვებულება სხვადასხვა ქვეყანაში
10-01-2019
-
+

რომელ ქვეყანაში რამდენ ხანს ისვენებენ პედაგოგები, ვფიქრობთ, როგორც მათ კოლეგებს ისე მასწავლებლობის მსურველებს დააინტერესებთ. 

ინგლისი

ამ ქვეყნის მასწავლებლებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. ინგლისელი მასწავლებლის დატვირთვა წელიწადში 1256 საათს შეადგენს და 13 კვირას ისვენებენ. მაგრამ შვებულების დიდი ნაწილი მომავალი სასწავლო წლისთვის საჭირო დოკუმენტაციის შევსებაზე მისდით.

ისრაელი

ხანგრძლივი შვებულებით სარგებლობენ ამ ქვეყნის მასწავლებლებიც. თუ კერძო სექტორში დასაქმებულის შვებულება წელიწადში 10-დან 20 დღემდე მერყეობს, მასწავლებლებს ზაფხულში ორთვიანი ანაზღაურებადი შვებულება აქვთ და კიდევ, საერთო ჯამში, დაახლოებით ერთი თვე სასწავლო წლის მანძილზე.

ისრაელში პედაგოგის საშუალო დატვირთვა კვირაში 25 საათს შეადგენს. მაგრამ ახალგაზრდა პედაგოგები, იმისთვის, რომ მეტი გამოიმუშაონ, იძულებულნი არიან დამატებითი სამუშაო აიღონ და 40 საათამდე მუშაობენ. მაგრამ ებრაელ მასწავლებლებს სასიამოვნო ბონუსიც აქვთ: 6 წელიწადში ერთხელ მათ შეუძლიათ შვებულება მთელი ერთი წლით აიღონ, რომელსაც სახელმწიფო აანაზღაურებს. 

საფრანგეთი

ერთწლიანი შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ ფრანგ მასწავლებლებსაც. პედაგოგს ერთ სკოლაში 6 წელი მუშაობის შემთხვევაში შეუძლია ერთწლიანი შვებულებით ისარგებლოს ისე, რომ სამუშაო ადგილი არ დაკარგოს. 

ფრანგი მასწავლებლების სტანდარტული დატვირთვა კვირაში 18 სამუშაო საათს შეადგენს, შვებულება კი წელიწადში 4 თვეზე დიდხანს გრძელდება. 

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ში სასწავლო წელი სექტემბრიდან ივნისის ჩათვლის გრძელდება, შესაბამისად პედაგოგები ზაფხულში ორი თვე ისვენებენ. 

გერმანია

გერმანიაში პედაგოგებს სამი თავისუფალი თვე აქვთ. ერთი სამუშაო კვირის მანძილზე  კი საშუალოდ 48 საათს მუშაობენ.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.

საზოგადოება