სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ანასტასია დათაშვილი: „სანამ ტესტს გავივლიდი, დედიკოს ვუთხარი - მე ვიქნები პირველი, ვინც ოქროს დიპლომს აიღებს“
09-01-2019
-
+


თბილისის N174 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ანასტასია დათაშვილი ახალ წელს განსაკუთრებული წარმატებით შეხვდა. ანასტასიამ Izrune.ge-ს დეკემბრის თვის შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ 95 ქულა და ოქროს დიპლომი მოიპოვა. 

ანასტასია სამი თვეა, რაც Izrune.ge-ს დიდ ოჯახს შემოუერთდა და მას შემდეგ სავარჯიშო თუ შემაჯამებელი ტესტების დადებას დიდი სიხარულით ელოდება. 

ანასტასია დათაშვილი, მოსწავლე: 

„დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდი და ველოდებოდი ამ შემაჯამებელ ტესტს. ვკითხულობდი წიგნებს, ვმეცადინეობდი კომპიუტერთან, ასევე, ყოველკვირა დავდივარ ბიბლიოთეკაში. ძალიან მომწონს Izrune.ge-ს ტესტები, რადგან მათი სწორად გაკეთება და ჩემი შედეგი მიმაღლებს მოტივაციას და მინდება, უფრო და უფრო კარგად ვისწავლო. როცა 12 საათს ველოდებოდი, რათა შემაჯამებელი ტესტი გამევლო, დედიკოს ვუთხარი - მე მინდა ვიყო პირველი, ვინც ოქროს დიპლომს აიღებს“. ჩემმა შედეგმა ძალიან გამახარა და აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ჩემი კლასის დამრიგებელს, ნუნუ მანგოშვილს, რომელიც ჩემთან ერთად იზიარებს ჩემს ყველა წარმატებას“. 

ცისანა ივანიშვილი, მშობელი: 

„ანასტასია მოუთმენლად ელოდება ხოლმე ახალი ტესტების დადებას და მასთან ერთად, მეც. შემაჯამებელ ტესტს ორივე ერთად ველოდით, მას ძალიან უნდოდა, რომ ოქროს დიპლომი აეღო და წუთებს ითვლიდა, სანამ ტესტი ჩაირთვებოდა. შედეგი რომ ნახა, ძალიან გაუხარდა და ოჯახის წევრებიც გაგვახარა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში ჩართვის შემდეგ ანასტასიას აუმაღლდა მოტივაცია, თვითშეფასება და ძალიან ბევრს შრომობს, რათა უფრო კარგი შედეგი დააფიქსიროს. რაც შეეხება Izrune.ge-ს, ტესტები ძალიან მოგვწონს, კარგად შევეწყვეთ საიტს და მოუთმენლად ველოდებით სიახლეებს“. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


სკოლები
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინში - World University Rankings 2019 პირველ და მეორე ადგილებს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები იკავებენ
„ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები“.
ვიქტორინაში I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს
ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ
სიახლეები
რა ღონისძიებებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს დედაქალაქში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 300-მა პედაგოგმა მიიღო
აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე
თბილისის ბაღებს 1- ელ ივლისამდე საკვებით ახალი კომპანია მოამარაგებს
ზოგიერთი საგანში გამოცდა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, მაგალითად უცხოური ენა, დაწყებითი საფეხური (I-IV) მათემატიკა (I-VI)
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
საზოგადოება