სიახლეები
საინტერესო

სად ხვდებიან ახალ წელს წელიწადში ორჯერ - ძველით ახალი წელი საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში
13-01-2019
-
+


ახალი წელი საქართველოში, წელიწადში ორჯერ - პირველ და 14 იანვარს აღინიშნება. მაშინ, როდესაც მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, საქართველოსთან ერთად ამ ტრადიციულ დღესასწაულს კიდევ რამდენიმე ქვეყანა ზეიმობს.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის კალენდარი, მეორე კი - გრიგორიანული.

ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს „​უხვს“ უწოდებენ და მარხვის შემდგომ მდიდრულ სუფრას შლიან.

სერბები მას „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის დღესასწაულებს კვლავ იულიუსის კალენდრით აღნიშნავს. მოსახლეობის ნაწილი ძველით ახალ წელს ისევე აღნიშნავს, როგორც პირველ იანვარს. 

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით, წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.

ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. 

რუმინეთში ამ თარიღისთვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.

მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი. 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ. 

ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მაკედონელები, ძირითადად ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. ამას გარდა, ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ უელსში.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
სკოლაში ამ სიხარულს შემდეგი სლოგანით შეუერთდნენ - „ზეიმობს საქართველო,ზეიმობს ჩვენი სკოლა“
„ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივ ბავშვებთან და შესანიშნავ აუდიტორიასთან ერთად, რომლისთვისაც ორი თვეა ვმუშაობთ“,- ასე დაიწყო კონფერენცია სკოლაში
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება