სიახლეები
სიახლეები

2019 წლის დასაწყისი დაძაბული იქნება - რის შესახებ აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას?!
08-01-2019
-
+


ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2019 წლის დასაწყისში - იანვარი, თებერვალი, მარტი – დედამიწა დაძაბული ენერგოველის პირობებში აღმოჩნდება.

„7-29 იანვრის შუალედში კი კოსმოპლანეტური ნეგატიური ენერგიები ხელს შეუწყობს დაძაბული სიტუაციების წარმოქმნას, ჯანმრთელობის გაუარესებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების სიკვდილიანობას“,-ამობობს ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ამ პერიოდში ბევრ ადამიანს მოუნდება გეგმის შეცვლა, მათ შორის არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო.

„ამ პერიოდში, მაღალია ტექნოლოგიური და ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა, ტრავმებისა და ავარიების მომატება, კრიმინოგენური სიტუაციის გაზრდა და გაუარესება.

ამ მხრივ ყველაზე სახიფათო პერიოდია 8-11 და 14-25 იანვარი, შემდგომ, 20 თებერვლიდან დაიწყება შედარებით ჰარმონიული პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება კავშირების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება.

5-17 მარტის შუალედი განსაკუთრებით პოზიტიური და კარგია, როცა შესაძლებელია გეგმების რეალიზება. აპრილი, მაისი, ივნისი –  ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება და ნეგატიურ დაღს დაასვამს ადამიანის კარიერასა და ბედ-იღბალს.

2-17 აპრილის შუალედი კოსმიური გამოცდების დროა. ამ პერიოდში დიპლომატიას უნდა დაეყრდნოთ. 25 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კი მეტად დაძაბული დროა – მოიმატებს კატასტროფების, ტექნიკური ავარიების შემთხვევები. არასტაბილური იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი და ამ სფეროებშიც კონფლიქტური სიტუაციები იმატებს. ეს დრო ნეგატიურ დაღს დაასვამს პარტნიორულ და საოჯახო ურთიერთობებს, მსოფლიოში კი, სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტები იმატებს.

ზოგადად,  სერიოზული კოსმიური „ჭექა ქუხილი“ წელს 5-29 ივნისის პერიოდშია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქმეების გადასწყვეტად კი ყველაზე სასიკეთო დრო 10-30 მაისის შუალედი იქნება. ამ წლის განმავლობაში ყველაზე ცვალებადი დრო ივნისია, როცა რთული პერიოდის გავლა მოგვიწევს. მოსალოდნელია კონფლიქტების გაღრმავება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

20-29 ივნისის პერიოდში, შესაძლოა არაერთი ფირმა და ორგანიზაცია აღმოჩნდეს ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი – დედამიწის გეომანტია და ენერგოველი 17 ივლისამდე ნეგატიურ და დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. თეთრი და შავი კოსმიური ძალების ჭიდილი ბევრ ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციებს გამოიწვევს, ამას მოჰყვება ლიდერების გადაყენება, ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში და ხელმძღვანელობის შეცვლა, მათ შორის საქართველოშიც. აუცილებელი გახდება ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საკითხებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოიმატებს ავარიების, კატასტროფების, საკონფლიქტო სიტუაციების, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია. 18 ივლისის შემდგომ კი, სიტუაცია ოდნავ შემსუბუქდება და აგვისტოს თვე, პრობლემების გარეშე ჩაივლის.

შემდეგი რთული და დისჰარმონიული პერიოდი 9 სექტემბრიდან იწყება. ამ დროს დაიძაბება სიტუაცია მთელ რიგ ქვეყნებს შორის. ეკონომიკური თვალსაზრისითაც რთული დროა. სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ ჩადებთ ინვესტიციას და ნუ დასახავთ სტრატეგიულ გეგმებს როგორც პოლიტიკურ სფეროში, ისე პირად ბიზნესში. მოხდება ძველი პატნიორული ურთიერთობების გადახედვა ამ მიმართულებით ეს საკმაოდ რთული პერიოდია. ამ პერიოდში, გაიზრდება კრიმინალური სიტუაციები. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი – 11 ოქტომბრამდე პერიოდი, საკმაოდ მძიმეა. კოსმოსი მოუწყობს გამოცდებს სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესპარტნიორებს. გაჭირდება დიპლომატიური ურთიერთობები სახელმწიფო დონეზე. ეს ტენდენცია, ფაქტობრივად, ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება.

ამ მხრივ, ყველაზე რთული პერიოდი იქნება 21-დან 31 ოქტომბრამდე, როცა მოსალოდნელია მიწისძვრები, ქარიშხლები და წყალდიდობები. ამ კატაკლიზმებს ჩვენი ქვეყანა, შედარებით მშვიდად გადაიტანს, მაგრამ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა საკმაოდ დაზარალდება. 25 ნოემბრის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდება. ასე რომ, წინ არც თუ ისე მშვიდად გასავლელი წელი გველის და ამიტომ, უნდა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება, სიფრთხილე და წინდახედულად იმოქმედოთ. ზოგადად, ტახის, იგივე ღორის წელიწადი, სასიკეთოა ძველი კავშირების აღსადგენად და ახლის დასამყარებლად. ადამიანები ნაკლებად იფიქრებენ ხვალინდელ დღეზე და მეტად დააფასებენ იმას, რაც კონკრეტულ მომენტში აქვთ. თუ 2018 წელს ბევრი იყო დაკავებული სულიერების ძებნით და შავის თეთრისგან გარჩევით, 2019 წელს რეალობას დაუახლოვდება და საღად აზროვნებას დაიწყებს. კარგი წელიწადია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ბიზნესის გასაფართოებლად“,-ამბობს ცაგარელი.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის დამრიგებელი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება