სიახლეები
სიახლეები

რესურსსკოლებში და რესურსსკოლის პანსიონებში მოსწავლეების ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა დამტკიცდა
08-01-2019
-
+


„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების მიხედვით, სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეების რესურსსკოლებში და რესურსსკოლის პანსიონებში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა დამტკიცდა.

იხილეთ რესურსსკოლებში და პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის  პანსიონებში  ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს; ან/და იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართვა, სადაც ირიცხება მოსწავლე.

2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.

3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

4. ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მიმართვის თარიღიდან არაუმეტეს 3 თვით ადრე.

5. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა კონკრეტულ რესურსსკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის მიზანშეწონილობაზე.

6. სენსორული (სმენითი) დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი;

ბ) აუდიოგრამა, რომლის მიხედვით ბავშვის ორივე ყურის სმენის ზღურბლი არ უნდა იყოს 61 დბ-ზე დაბალი.

7. სენსორული (მხედველობის) დარღვევის მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი;

ბ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომლის მიხედვით მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება არის უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.

8. ინტელექტუალური დარღვევების მქონე მოსწავლის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა №IV-50/4 ასლი;

ბ) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებულია სამედიცინო დიაგნოზი.

9. მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.

პირი თავისუფლდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ცნობის ან დოკუმენტის წარდგენისგან „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რესურსსკოლებში ჩარიცხვის შემთხვევაში.

10. პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონებში ჩაირიცხება მოსწავლე, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს იმ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც მდებარეობს რესურსსკოლა.

პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონში ჩარიცხვისთვის მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა რესურსსკოლის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტის ორგანოს  მიერ გაცემული ცნობით, ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მონაცემებით.

ამ ბრძანების ამოქმედებამდე პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით რესურსსკოლის პანსიონებში ჩარიცხულმა მოსწავლემ 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასრულებამდე რესურსსკოლის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს „რესურსსკოლებში და პანსიონური მომსახურების მიღების მიზნით სპეციალიზებულ რესურსსკოლებისპანსიონებში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის“ (დანართი №3) მე-10 პუნქტით განსაზღვრული მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პანსიონური მომსახურების გაწევის შეწყვეტას.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება