თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებმა საშობაო სპექტაკლი „12 თვე“ დადგეს
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიებაზე საშობაო სპექტაკლი „12 თვე“ წარმოადგინეს.
სპექტაკლში მეორე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ პედაგოგი მედეია ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა მშობლებსა და თანატოლებში.
იხილეთ ფოტოები