სიახლეები
ინტერვიუ

ნუგზარ კვაშალი: „2019 წელს ბავშვებს ვუსურვებ, რომელი საგანიც არ უყვართ, მისი სწავლა არავინ დააძალოთ“
06-01-2019
-
+


მომღერალი ნუგზარ კვაშალი ახალ წელს ოჯახში გამთენიისას ბრუნდება. ამ დროს სახლში უკვე ყველას სძინავს და მეკვლეც ნამყოფია. კეთილ „ჯუჯას“ ადრე თავადაც ხშირად უწევდა მეკვლეობა, რადგან ყველგან მუდამ კარგი ფეხი შეჰქონდა. ამბობს, რომ რაღაც უხილავი ძალა არსებობს, რომელიც ადამიანების აურას გრძნობს და ეს განსაზღვრავს კეთილი და ბოროტი მეკვლის ფეხსაც.

- ადრე უფრო ხშირად მიწევდა მეკვლედ სიარული. როგორც მეუბნებოდნენ, ფეხბედნიერი ვიყავი. სადაც ერთ წელს მივიდოდი, მეორე წელსაც უნდა მივსულიყავი. ჩემი დის, ძმის, მშობლების ოჯახში სულ მე ვიყავი ხოლმე მეკვლე, როცა ყველა ჯანმრთელად და კარგად იყო... ახლა მინდა, შვილიშვილები იყვნენ ხოლმე ჩემი მეკვლეები. თუ დიდხანს ვიცოცხლე, მერე მათი შვილები მოვლენ და ა. შ.

- გჯერათ მეკვლის ფეხის?

- დიახ, გადასარევი ტრადიციაა. პირადად მე მთელი ცხოვრება კეთილ ადამიანებში გავატარე. არასოდეს მყოლია გვერდით ბოროტი ადამიანი. ალბათ ცდილობდნენ, მაგრამ არც ერთ ბოროტს არ ჩასვლია ფეხი. გრძნობდნენ, რომ მათი ადგილი არ იყო ჩვენს გვერდით. მაგალითად, როცა ერთ დღეს თუ წელს ერთად ხართ და მერე გაქრება შენი ცხოვრებიდან, მასზე აღარც ვფიქრობ, რადგან ვხვდები, რომ არ იყო ჩვენს გვერდით მისი ადგილი. ასე რომ, სიკეთეში, სიყვარულში და სილამაზეში გავატარე ცხოვრება. 

- ახალი წლის სუფრას თავად თამადობთ სახლში?

- ალბათ 25 წელია, ახალ წელს სახლში არ ვხვდები – ან კონცერტზე ვარ, ან გასტროლზე, ან სხვაგან. სახლში კი ალბათ ჩემი მეუღლე თამადობს. რა ვქნა, სანამ შემიძლია გასტროლებზე სიარული და კონცერტების გამართვა, ვიქნები გარეთ და მერე ვნახოთ. სახლში რომ ვბრუნდები, მეკვლეც ნამყოფია უკვე და ყველას სძინავს – მეკვლესაც და დანარჩენებსაც. ღამის 4 საათისთვის ვბრუნდები და მეორე დღიდან ვიწყებ პურმარილიან ცხოვრებას და ვემზადები დაბადების დღისთვის, რომელიც ნამდვილ ბედობა დღეს, 15 იანვარს მაქვს. ადრე მთელი იანვარი ვქეიფობდით. ახლა კი, ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება იმდენი ვეღარ დავლიო, მაგრამ მოვილხენ. სიყვარული, მოფერებაა მთავარი. სიხარულისა და სიკეთის დანგრევას ერთი ცუდი სიტყვაც ყოფნის, ან პირიქით, ცუდ ხასიათზე მყოფს შეიძლება ერთი ისეთი ტკბილი სიტყვა უთხრა, რომ ხალისი შემატო და ბედნიერება მიანიჭო.

- ბედობის დღის გჯერათ?

- ცხოვრებას ისე წარმართავ და ბედსაც ისე განაგებ, როგორც შენ გინდა. რომ იტყვიან ხოლმე, მისი ბედი იყოო, არ მჯერა. ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის. შეიძლება გიჭირდეს, მაგრამ ისეთი ბუნება გქონდეს, რომ სულ კარგ ხასიათზე იყო და, შეიძლება ყველაფერი გქონდეს, მაგრამ ისეთი ცუდი ხასიათის იყო, რომ სულაც არ გჭირდებოდეს ის ქონება და სიმდიდრე სიხარულისთვის.

- ბატონო ნუგზარ, რას ურჩევდით და უსურვებდით ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას 2019 წელს?

- ვენაცვალე ჩვენს ახალგაზრდობას! ისეთ ნიჭიერები არიან... ქართველები ხომ უნიჭიერესები და ზარმაცები ვართ. რატომ გვაქვს ეს სიზარმაცე ასე გამჯდარი, იმას კი არავინ კითხულობს! მშობლებმა სწორედ რომ წელებზე ფეხი უნდა დაიდგან და შვილებს კარგი განათლება მისცენ. კიდევ ერთი: თუ ბავშვს არ უნდა ფიზიკის თუ მათემატიკის სწავლა, არ დააძალონ! ეს ფიზიკა და მათემატიკა შეიძლება ცხოვრებაში არ გამოადგეს და რატომ უნდა იწვალოს?! ვისაც უყვარს, ისედაც ისწავლის. უზომოდ ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს. ნახეთ, ზოგი სამ ენას რომ სწავლობს ერთდროულად! ბავშვებს გზის ჩვენება და მიხმარება უნდათ. 21-ე საუკუნეა და ბავშვები უნდა მიხვდნენ, რომ თავად თუ არ გახდებიან ამა თუ იმ საქმის კარგი სპეციალისტები და მცოდნეები, ვერავინ და ვერაფერი უშველით. ყველას ვუსურვებ ჯანი ჰქონდეთ, რომ კარგად სწავლა შეძლონ! უსწავლელად არაფერი გამოვა, რადგან დღეს ნიჭის კონკურენციაა. ყველა მოსწავლეს ვულოცავ 2019 წელს და ვუსურვებ, არავინ დააძალოს იმ საგნების სწავლა, რომელიც არ უყვართ!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
სკოლაში მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და გამარჯვებულ გუნდებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ
მოსწავლეებმა ასევე 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მშობლიური ენის მოფრთხილება
„თუ როგორი წარმატებით წარიმართა ეს ლიტერატურული დღე დიდი მგონის მუზეუმის ეზოშო, ამის შესახებ ისაუბრებს ის ვიდეორგოლები და ფოტოები, რომლებსაც წამოგიდგენთ“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება