სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება 2019 წელი რთული სწავლის მხრივ?! - ასტროლოგიური პროგნოზი მოსწავლეებისთვის
05-01-2019
-
+


2019 წელი, ჰოროსკოპის მიხედვით, მიწის ყვითელი ღორის წელიწადია. ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ამბობს, რომ ამ წლისთვის დამახასიათებელია ინტელექტისადმი მოთხოვნილება. შესაბამისად, ის ბავშვებს ურჩევს, ბევრი კლასგარეშე ლიტერატურა იკითხონ.

დავით ბუტიკაშვილმა etaloni.ge-ს თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მოსწავლისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მისცა. მისი აზრით, თუ მოსწავლეები ამ რეკომენდაციებსა და რჩევებს გაითვალისწინებენ, 2019 წელი მათთვის ძალიან შედეგიანი იქნება.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მოსწავლეებისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება უცხო ენების შესწავლას, რადგან მათ გაუადვილდებათ ამა თუ იმ ენის ათვისება, რაც მათ საკმაოდ წასწევს წინ. ვერძ მოსწავლებს ვურჩევ, მეტად ოპტიმისტები იყვნენ, რადგან სწორედ ეს ოპტიმიზმი მოუტანს მათ წარმატებებს სხვა საგნებშიც. ვერძის ნიშნით დაბადებულები 2019 წელს უშეცდომოდ აირჩევენ პროფესიასა და სასწავლებელს.

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მოსწავლეებისაგან ეს წელი მოითხოვს უფრო მეტ შრომას – ბევრი შრომა მოუწევთ სხვადასხვა საგნის ათვისების კუთხით და მათთვის საკმაოდ შრომატევადი წელი იქნება. სიძნელეებსაც უხვად შეხვდებიან, მაგრამ თუ ამ სიძნელეებს არ შეუშინდებიან, ამ წელს მიღებული ცოდნა მყარად დაამახსოვრდებათ. გარდა ამისა, კუროს ნიშნით დაბადებულმა მოსწავლეებმა შეიძლება გადახედონ თავიანთ არჩევანს პროფესიის კუთხით, შეიცვალონ ეს არჩევანი და ეს ახალი არჩევანი იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ზოგადად კი, ეს წელი მათთვის რთულია და ყველა საგანში სიძნელეების დაძლევა და დამატებითი მეცადინეობაც მოუწევთ.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მოსწავლეებს ზოგადად სწავლა არ უჭირთ, მაგრამ 2019 წელს რთული საგნების დამოუკიდებლად შესწავლა გაუძნელდებათ. ამიტომ, სასურველია, ხშირად მიმართონ ან პედაგოგებს, ან კლასელებს, რადგან მათი დახმარებით ტყუპები შეძლებენ რთული საგნების საუკეთესოდ ათვისებას. კარგი იქნება, თუ სიძნელეებს დამოუკიდებლად არ შეეჭიდებიან. ანუ 2019 წელს ტყუპები წარმატებულები იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური მიდგომით. ამავე დროს, ამ წელს ტყუპებში შეიძლება გაიღვიძოს ინტერესმა ხელოვნებისადმი. სასურველია, ამ ინტერესს ზერელედ არ მოეკიდონ, რადგან სწორედ ეს ინტერესი მიანიშნებს იმ ნიჭზე ხელოვნების კონკრეტულ სფეროში. ასე რომ, თუ ტყუპებს მოუნდებათ რაიმეს დაწერა, ლექსის შეთხზვა თუ რაიმე მხატვრული ნაწარმოების შექმნა, შეუძლიათ ამას ამბიციით მოეკიდონ, რადგან ეს ნამდვილად მათი ნიჭის გამოღვიძება იქნება.

კირჩხიბ მოსწავლეებს მეხსიერება საკმაოდ გაუძლიერდებათ. შეძლებენ, მოკლე დროში უზარმაზარი ინფორმაცია აითვისონ. ამიტომ, მათ ვურჩევ, გარდა იმისა, რასაც სკოლაში სწავლობენ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, დამატებითაც დაიტვირთონ. მაგალითად, რაიმე ახალი ენის ათვისება დაიწყონ, რადგან 2019 წელს მათი მეხსიერება გაცილებით დიდი ინფორმაციის ათვისებას შეძლებს, ვიდრე წინა წლებში. გარდა ამისა, კირჩხიბები სწავლის სფეროში აღმოაჩენენ ისეთ მიმართულებებს, რამაც, მოსალოდნელია, სამომავლოდ მათი პროფესიული არჩევანი განაპირობოს. ახლა უნდა დააკვირდნენ, რა გამოსდით: თუ ჰუმანიტარულ საგნებს უფრო ადვილად ითვისებენ, აირჩიონ ეს მიმართულება, თუ ტექნიკურ საგნები უფრო გამოსდით, მომავალი პროფესიაც ამ სფეროს უნდა დაუკავშირონ. ასე რომ, კირჩხიბებისთვის 2019 წელი საკმაოდ შედეგიანი იქნება, რადგან მათი მეხსიერება და ინტუიცია გაძლიერდება.

ლომებს საშუალება მიეცემათ, დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბიციები იმ თვალსაზრისით, რომ მათი ავტორიტეტი, სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში, გაიზრდება და გარემოებები ისეთ სიტუაციაში მოახვედრებთ, სადაც ლომს საშუალება ექნება, თავისი ნიჭით გაიბრწყინოს. 2019 წელს ლომებს გამოცდების ჩაბარებაშიც გაუმართლებთ. თუ აქამდე იყო რაიმე ისეთი საგანი, რომლის ათვისებაც მათ ადრე უჭირდათ, ამ წელს ადვილად შეძლებენ ამ საგნების სწავლას. ჩამოუყალიბდებათ განსხვავებული მიდგომა და ზუსტად ამის წყალობით შეძლებენ ყველაზე რთულად ასათვისებელი საგნების შესწავლას. ასე რომ, ბევრი ლომი, რომელიც სწავლობდა ცუდ ნიშნებზე, შეიძლება უცბად მოწინავე მოსწავლე გახდეს და ეს ყველას გასაკვირად მოხდეს. ეს კი იმით იქნება გამოწვეული, რომ ლომი თავისი ინტუიციის წყალობით საკმაოდ ორიგინალურ გზებს აღმოაჩენს ცოდნის ათვისების სფეროში. ამიტომ, ლომებს ვურჩევ, 2019 წელს საკუთარ ინტუიციას მიენდონ.

ქალწულებისთვის ეს წელი განათლების სფეროში მარტივი არ იქნება. საქმე ისაა, რომ მათმა გადაჭარბებულმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ, შეიძლება, პესიმისტური მიდგომა გამოიწვიოს გარკვეული საგნების, ან საკუთარი შესაძლებლობებისადმი და ამან შეიძლება მათ ხელი შეუშალოს გარკვეული საგნების ათვისებაში. 2019 წელს ქალწულებს გაუჭირდებათ უცხო ენების ათვისება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა წლებში ეს პრობლემა არ ჰქონიათ. გარდა ამისა, შეიძლება გაუჭირდეთ ტექნიკური დისციპლინების ათვისება, განსაკუთრებით, 2019 წლის 3 მაისამდე. რადგან ქალწულებისთვის ეს რთული წელია, მთავარია ისინი მიეჩვიონ, რომ არ შეეწინააღმდეგონ  გარემოებებს. რასაც გარემოება მოითხოვს, ის უნდა შეასრულონ და არ უნდა გამოიჩინონ რაიმე სხვა სახის ინიციატივა.

სასწორებისთვის 2019 წელი ძალიან წარმატებული წელია. ამ წელს ისინი ყველა საგანს ადვილად აითვისებენ. განსაკუთრებით გაძლიერდება მათი ინტერესი ლიტერატურისა და ახალი ინფორმაციის მიღებისადმი და ზუსტად ეს ინტერესი განაპირობებს მათ მოტივაციას. მოტივირებული სასწორები კი დიდ წარმატებას მიაღწევენ. გარდა ამისა, სასწორებს შეიძლება გარემოებებმა ახალი ცოდნის ათვისების შესაძლებლობები შესთავაზოს. ამას სერიოზულად უნდა მოეკიდონ, რადგან ეს შესაძლებლობები სასწორებთან სწორედ იმიტომ მოვა, რომ მათ ბოლომდე გახსნან თავიანთი ნიჭი და მიდრეკილებები ამა თუ იმ მეცნიერების მიმართ.

მორიელებს 2019 წელს დაუფასდებათ სწავლა. მათ ნიშნებს ნამდვილად არავინ დააკლებს. მთავარია, მორიელებმა შრომისუნარიანობა გამოავლინონ და დაუფასდებათ. ნებისმიერი გაწეული შრომა სწავლაში, მათ ნიშნებზე აისახება. მორიელი მზად უნდა იყოს, რომ უფრო მეტი მეცადინეობა მოუწევს და, სამაგიეროდ, ამ მეცადინეობის ხარჯზე მოიპოვებს საუკეთესო ნიშნებს. ერთადერთი, მორიელები უნდა მოერიდონ აჩქარებას, რადგან რაც უფრო მდორედ და წინდახედულად იმეცადინებენ, მით უფრო ხარისხიანად დაიმახსოვრებენ. სხვა შემთხვევაში, ათვისებული მასალის ხარისხი, შეიძლება ცუდი გამოდგეს. ამიტომ, ვურჩევ, ნელა და დინჯად იმეცადინონ.

მშვილდოსანი 2019 წელს ცენტრალური ზოდიაქოა, რადგან იუპიტერი მშვილდოსანში მოძრაობს. ამიტომ, მშვილდოსნებს გაუმართლებთ, თუ ექნებათ ინიციატივიანი და აქტიური პოზიცია. თუ მშვილდოსანს მოუნდება რაიმეს შესწავლა, არც უნდა დაფიქრდეს, ისე უნდა ისწავლოს. სკოლაში ინიციატივის გამოვლენა მათ წარმატებებს მოუტანს. ის მშვილდოსნები, რომლებიც აქამდე ჩრდილში იდგნენ, უნდა გამოვიდნენ ჩრდილიდან და მოახდინონ თავიანთი ნიჭისა და უპირატესობების დემონსტრირება. ამით ბევრ წარმატებას მიაღწევენ. ამ წელს მშვილდოსნებს შეუძლიათ, ყველა საგანი კარგად ისწავლონ.

თხის რქას 2019 წელს დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად სწავლა გაუჭირდება. ამიტომ, მოსალოდნელია, ხშირად დასჭირდეს მასწავლებლებისა თუ კლასელების დახმარება და ეს ნორმალური იქნება. მათთვის რთული პერიოდია და ამით არ უნდა შეშინდნენ. ვურჩევ, ნუ დაიზარებენ, რომ ვინმე მონახონ, ვისაც დახმარებისათვის მიმართავენ.

მერწყულებს მოუნდებათ ისწავლონ და აკეთონ ის,  რაც სურთ. 2019 წლის 3 მაისამდე ასეთი მიდგომა, მათ პრობლემებს უფრო მეტად შეუქმნის, ვიდრე სარგებელს მოუტანს, მაგრამ, 3 მაისის მერე, თავად გარემოებები შეუწყობს ხელს, რომ მათ სწავლის სფეროში თავიანთი მიზნები და სურვილები სრულყოფილად განახორციელონ. ასე რომ, მერწყულებს ვურჩევ, 3 მაისამდე თავი შეიკავონ საკუთარი სურვილების აყოლისაგან და გააგრძელონ იმ ტემპში მეცადინეობა, როგორც აქამდე. 3 მაისის მერე კი, შეუძლიათ, თავიანთი სურვილების დემონსტრირება მოახდინონ სწავლის სფეროში და იმოქმედოინ ისე, როგორც მათ სურთ. ეს მათ წარმატებას და იღბალს მოუტანს.

თევზებისთვის 2019 წელი რთული იქნება სწავლის მხრივ. მათ მოუწევთ უფრო მეტი შრომა, მაგრამ შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოტივირებულები იქნებიან. ამიტომ, მთავარია, თევზებმა შეიქმნან მოტივაცია. მოტივაციის დაკარგვა მოსალოდნელია სერიოზულად აისახოს მათ ნიშნებზე. თუ თევზებს მოსწყინდებათ მეცადინეობა, მაგალითად, მათემატიკაში, და არ იქნებიან მოტივირებულნი, შეიძლება მათი ნიშნები დაეცეს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თევზებმა ამა თუ იმ საგნის სასწავლებლად მოტივაცია უნდა შეიქმნან, ანუ აღმოაჩინონ, თუ რაში დასჭირდებათ სამომავლოდ ამა თუ იმ საგნის შესწავლა. ეს კი უკვე განაპირობებს ათვისებული საგნის ხარისხს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება