„ნუ მოჭრი! გაახარე შენი ნაძვის ხე“ - აქცია ბათუმის N1 საჯარო სკოლაში
04-01-2019
დაკოპირებულია
-
+
„ნუ მოჭრი! გაახარე შენი ნაძვის ხე!“ - აქციის ფარგლებში ბათუმის N1 საჯარო სკოლაში
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა,
ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსმა დავით დიასამიძემ და მოადგილემ დავით ვარშანიძემ ნაძვის ხეები დარგეს.
სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად ნაძვის ხე მორთეს.
კამპანიის ფარგლებში კონცერტიც გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი თავი. აჭარის განათლების სამინისტროსა და ბათუმის გამწვანების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქალაქში არსებული ყველა საჯარო სკოლის ეზო გამწვანდება.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას