მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭაბუკიანის სკოლაში, დაწყებითი კლასის მასწავლებლების: თოილარ ფოლადაშვილის, თინათინ ჩუგოშვილის, ელზა ჩალაძის, ლია ბოხაშვილის, ხათუნა ღუღუნიშვილის და ნინო კოვზირიძის ორგანიზებით, ჩატარდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა ნახეს გოგებაშვილის ცხოვრების ამსახველი ფერადი სლაიდები, წაიკითხეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია და ლექსები.
მათ ასევე, გამოუშვეს გაზეთი სახელწოდებით ''წარსულის სხივი მომავლის ლამპარი''.
როგორც სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, ღონისძიება საინეტერესოდ და შინაარსიანად წარიმართა.
იხილეთ ფოტოები
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“