სიახლეები
რჩევები

სიმორცხვე ბავშვებში და მისგან თავის დაღწევის გზები - სპეციალისტების რჩევები მშობლებს
21-12-2018
-
+


სიმორცხვე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. სპეციალისტების აზრით, ზომიერ სიმორცხვეში საგანგაშო არაფერია, თუმცა, მშობელს არც ამ შემთხვევაში უნდა გამოეპაროს ბავშვის ხასიათის ეს თვისება და უნდა მიაქციოს ყურადღება რა სახით არის გამოვლენილი ბავშვის ხასიათში სიმორცხვე.

ფსიქოლოგების აზრით, ზოგიერთი ბავშვისთვის ბაღისა და სკოლის გარემოში ყოფნა ძალიან სახალისო გამოცდილებაა და ისინი ძალიან აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

ყოველთვის მზად არიან, პასუხი გასცენ მასწავლებლის ყველა კითხვას და ცდილობენ, იყვნენ პირველები ყველაფერში. თუმცა, მორიდებული ბაშვებისთვის ასეთი სიტუაციები შეიძლება ზედმეტად დამთრგუნველი და ამაღელვებელიც იყოს. მათ შეიძლება მოერიდოთ კლასში ხმის ამოღება; ისინი ცდილობენ, ჯგუფში უკან დაიმალონ; ურჩევნიათ, იყვნენ თავისთვის და ითამაშონ მარტო კუთხეში.

ხშირად, როდესაც ბავშვი ზედმეტ სიმორცხვეს იჩენს, უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და სხვა ბავშვებთან თამაშს ცალკე ყოფნას არჩევს, მშობლები ვერ ხვდებიან რა სახის პრობლემასთან აქვს საქმე მის ბავშვს და ამ ყველაფერს ასე ხსნიან - „ასეთი ხასიათების ბავშვია“. თუმცა; ზედმეტმა სიმორცხვემ, რომელიც რეალურად სერიოზული პრობლემაა, შესაძლოა მომავალშიც აქტიურად იჩინოს თავი და თქვენს შვილს არაერთხელ შეუშალოს ხელი. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ ბავშვებს ადრეულ ასაკში უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ და დავეხმაროთ დაძლიონ პრობლემა, სახელად - სიმორცხვე. 

ფსიქოლოგები ბავშვებში სიმორცხვის დასაძლევად, მშობლებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ:

 · ნუ შეადარებთ მას სხვა ბავშვებს - ნუ გაუსვამთ ხაზს მისი თანაკლასელისა და თანატოლის მიღწევებს და შესაძლებლობებს;

 · ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის წარუმატებლობაზე, პირიქით, შეეცადეთ არ გამოგრჩეთ მისი სულ უმნიშვნელო მიღწევაც კი და შეაქეთ წარმატებისთვის;

 · ნუ მიაკერებთ ბავშვს მორიდებულის და მორცხვის იარლიყს - ნუ აღნიშნავთ მისი ხასიათის ამ თვისებას სხვასთან, მითუმეტეს მისი თანდასწრებით. ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს მის ხასიათზე და უარეს შედეგამდე მიხვალთ; 

 · შეეცადეთ განუმტკიცოთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა - დაეხმარეთ, იყოს უფრო თავდაჯერებული. ხშირად გაუმეორეთ სიტყვები – „ყველაფერი გამოგივა”, „კარგად ხარ მომზადებული” და ა.შ;

 · გაჰყევით სკოლაში / ბაღში -
 თქვენი ყოფნა საკლასო ოთახში დაეხმარება ბავშვს უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ გარემოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნუ გახდება თქვენი ვიზიტები სისტემატიური, რადგან ამით ზედმეტად თქვენზე დამოკიდებული გახდება ბავშვი და სკოლაში/ ბაღში ყოფნა უთქვენოდ გაუჭირდება.

არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ სიმორცხვე ტრაგედია არ არის. თუმცა, უყურადღებოდ დატოვებისა და დაუძლევლობის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, ის სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს და განვითარების მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორადაც მოგვევლინოს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება