სიახლეები


ჰობი, რომელიც გვაჭკვიანებს
20-12-2018
-
+


ყველა ჩვენგანს გვაქვს ჰობი, რომელსაც დროს ვუთმობთ ხშირად ვერც კი ვხვდებით, რამდენად სასარგებლოა ის ტვინის განვითარებისთვის - აზროვნების, მახსოვრობის და ყურადღების გაუმჯობესებისათვის.

თუ თქვენ დღემდე არ გაქვთ გატაცება, გირჩევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აირჩიოთ და მას დღეში ნახევარი საათი მაინც დაუთმეთ. რა თქმა უნდა, სასურველია ნუსხას თქვენს შვილებსაც თუ გააცნობთ.

საკვების მომზადება


საუბარი არ ეხება ნახევარფაბრიკატების მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას. კულინარიული ჰობი - ეს არის ახალი რეცეპტებით მადისამღძვრელი შედევრების შექმნა, ახალი კერძების, სოუსები, დესერტების მოგონება, კერძისთვის დეკორების შექმნა.

ასეთ შემთხვევაში გრძნობები გამძაფრებულია, ყურადღება გამახვილებული, შესაბამისად ტვინი მაქსიმუმამდე მუშაობს.

ქსოვა


ამ საქმიანობას დიდი ხანია “ტვინის იოგას“ და „იაფ ფსიქოთერაპიას“ ეძახიან. ქსოვის დროს გამუდმებით ვითვლით, ყურადღებით  ვაკვირდებით ნაქსოვის სახეს, ვიყენებთ მცირე მოტორიკას და მხედველობას.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქსოვა შესანიშნავი ხერხია შფოთვასთან და ქრონიკულ ტკივილთან საბრძოლველად.

უცხო ენების შესწავლა 


კურსებზე ივლით თუ დამოუკიდებლად იმეცადინებთ არ აქვს მნიშვნელობა. პოლიგლოტის ტვინი, განსხვავებულად მუშაობს იმ ადამიანის ტვინისგან, რომელიც ბავშვობაში ნასწავლ მხოლოდ ერთ ენას ფლობს. ტვინი თითქოს ფართოვდება და შეუძლია საოცარი გადაწყვეტილებები მიიღოს.

მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა


 არ აქვს მნიშვნელობა რომელზე - ფლეიტაზე, ფორტეპიანოსა თუ გიტარაზე. ყველა შემთხვევაში ვითარდება მცირე მოტორიკა, სმენა, კოორდინაცია და IQ-ს დონე.

 ჭადრაკის თამაში


სვლის მოფიქრების დროს მოთამაშეებს ტვინის ორივე ნახევარსფერო უვითარდებათ, უმჯობესდება მახსოვრობა, სტრატეგიული აზროვნება.

ცეკვა

ცეკვა - მხოლოდ აქტივობა არ არის, არამედ მოძრაობის სხვადასხვა კომბინაციების დამახსოვრება. ამ მიზნისთვის აქტიურად მუშაობს ტვინის ყველა ნაწილი. 

კითხვა

სიტყვიერ მარაგს ამდიდრებს, ავითარებს წარმოსახვას და ანალიტიკურ უნარებს. ძილის წინ კითხვა კი შესანიშნავად ხსნის სტრესს.

ორიგამი


ქაღალდის ფიგურების აწყობის იაპონური ტექნიკა, როგორც მარტივი ისე ძალიან რთული ფიგურებისა და კომპოზიციების შექმნის საშუალებას იძლევა. აუცილებელია, ლოგიკის, ყურადღებისა და შემოქმედებითი უნარების გამოყენება. ამავდროულად, ვარჯიშდება მცირე მოტორიკა, რომელიც მეტყველების უნარის განვითარებასთანაა დაკავშირებული. 

საბრძოლო ხელოვნება


ტაიკვანდო, კარატე, სამბო, ჯიუ ჯიცუ და სხვა საბრძოლო ხელოვნებები, გარდა თავდაცვის უნარის განვითარებისა ზრდის კონცენტრაციის, უნარს, ასწავლის ბალანსის დაცვას.

ბაღჩის მოვლა

საოცრად სასარგებლო საქმიანობაა, მხოლოდ სუფთა ჰაერიც კი სასარგებლოა თავის ტვინზე. ამას კიდევ ემატება ფიზიკური აქტივობა და სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონის შემცირება.

ხილისა და ბოსტნეულის მოყვანით, შესაძლებელია ცუდი ფიქრებისგან გათავისუფლება და გენიალური აღმოჩენების გაკეთებაც.

 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
მოსწავლეებმა დავალების პირობა კარგად გაითავისეს, მოთხრობიდან ძირითადი მონაკვეთები  გამოკვეთეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება