სიახლეები
სიახლეები

განათლების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი კვლავ ყველაზე დაბალია
18-12-2018
-
+


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის მესამე კვარტლის ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ყველაზე დაბალი ანაზაღაურება განათლების სფეროში ფიქსირდება.

ჯეოსტატის მონაცემებით,  2018 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  76.8 ლარით არის გაზრდილი და 1 019.5 ლარს შეადგენს. 

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს. 

უფრო კონკრეტულად:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 პროცენტი); 

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6 პროცენტი); 

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 პროცენტი). 

რაც შეეხება განათლების სფეროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტალის საშუალო თვიური ხელფასი 780 ლარამდეა და მცირედით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. 

იხილეთ, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით :


სექციების დასახელება: 

A - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა;

B - სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება;

C - დამამუშავებელი მრეწველობა;

D - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;

E - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები;

F - მშენებლობა;

G - საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი;

H - ტრანსპორტი და დასაწყობება;

I - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები;

J - ინფორმაცია და კომუნიკაცია;

K - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;

L - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

M - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;

N - ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები;

O - სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება;

P - განათლება;

Q - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები;

R - ხელოვნება, გართობა და დასვენება;

S - სხვა სახის მომსახურება;

U - ექსტერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება