სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ საგანმანათლებლო სექტორისთვის მართლაც, ეტალონია“ - სკოლის დირექტორების შეფასებები შუალედური ფინალიდან
18-12-2018
-
+


15 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა.

ჩემპიონატის შემდეგ, „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის, izrune.ge-ს მიმდინარე განვითარებისა და მომავალი გეგმების წარდგენა და პორტალის ტექნიკურ ბაზაზე დაყრდნობით შექმნილი სამეცნიერო სიახლის - EGMU-ს (ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი) პრეზენტაცია მოეწყო.

საზეიმოდ მოწვეულ სტუმრებს შორის გამორჩეული სკოლის დირექტორები იყვნენ, რომლებმაც „ეტალონისა“ და izrune.ge- ს შესახებ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. Etaloni.ge რამდენიმე მათგანის კომენტარს გთავაზობთ:

კობა ბარდაველიძე, ჩხარის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი: „მინდა, რომ ყველა ახალგაზრდას წარმატება ვუსურვო, მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მომავალს ვხედავ. სიმბოლურია, რომ „ეტალონი“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს შენობაში ტარდება. დიდი მადლობა პროექტსა და ბატონ გოჩას. „ეტალონი“ მართლაც, რომ ეტალონია საგანმანათლებლო სექტორისთვის“.

გოჩა ღონღაძე, ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: „ეტალონსა“ და izrune.ge-ს მომავალი მართლაც დიდი აქვს. ამ პროექტებმა მოსწავლეები წიგნისკენ მოაბრუნა, ამდენად მეტი განათლებული თაობა გვეყოლება, რაც სანატრელია. ვულოცავ დამდეგ ახალ წელს მოსწავლეებს, სრულიად საქართველოს, ბედნიერი წელი დაგვდგომოდეს“.

ლელა ფანოზიშვილი, საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი: „ეტალონი“ და izrune.ge- ეს პროექტები არის ცოდნის შეჯამება და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. ვულოცავ ყველა მათგანს ახალ წელს, ვუსურვებ, რომ ახალი წელი იყოს მათთვის სიხარულისა და ბედნიერების მომტანი, მორიგი წარმატებების, ცოდნის გაღრმავებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობებს უკეთ გამოვლენის“.

ნანა ნინიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის დირექტორი: „ეტალონს“ და izrune.ge- ს მაღალ დონეზე შევაფასებდი, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში მონაწილეობა. ცდილობენ მეტი ისწავლონ, მეტი ცოდნა მოიძიონ, მოიპოვონ. მთელ საქართველოს, მოსწავლეებსა და ახალგაზრდობას ვულოცავ ახალ წელს, ბედნიერების, სიკეთის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. მშვიდობა ყოფილიყოს ყველას ოჯახში“.

ვალიდა კალაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე: „ეტალონზე“ განსაკუთრებულად ვარ შეყვარებული, იმიტომ რომ ნამდვილად კარგი პროექტია. ჩემპიონატი ბავშვის ზოგად განვითარებას უწყობს ხელს, რომელიც აუცილებელია დღევანდელი ქვეყნისათვის და დღევანდელი მოზარდისათვის. მესამედ გაიმარჯვა უკვე ჩვენმა მოსწავლემ. მადლობა „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ხელმძღვანელებს.“

მარიამ შანიძე, თბილისის N153 საჯარო სკოლის წარმომადგენელი: „ძალიან მოხარული ვარ, დღეს ცოდნის ზეიმს ვესწრები და გული მწყდება, „ეტალონს“ ტელესივრცეში რომ ვეღარ ვხედავ. მე, როგორც პედაგოგი ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ბავშვებს შესაბამისი ცოდნა და აღზრდა მივცე, რათა „ეტალონსა“ და izrune.ge-ში წარმატებით იასპარეზონ“.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
სკოლაში მოსწავლეებს საქართველოს დროშები და თემატური პლაკატები ამშვენებდათ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება