სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა

ინტერნეტ უსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით ვარდისუბნის სკოლამ მასშტაბური პროექტი განახორციელა
07-02-2017
-
+


ვარდისუბის სკოლის მოსწავლეებმა  და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა - ხათუნი ასანიძემ განახორციელეს პროექტი - ,,Safer Internet Day Al"- ,,ინტერნეტ უსაფრთხო დღე“ უცხოელ პარტნიორ სკოლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან  ერთად, რომელიც ხორციელდება პორტალ ,,eTwinning-ის ფარგლებში.

როგორც ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების, განათლების, სოციალიზაციისა და გართობის წყაროს, როგორც მოზრდილებისა ისე ბავშვებისათვის. თუმცა როგორც ვიცით ბავშვების მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. კვლევები გვიჩვენებს რომ იზრდება კიბერბულინგის შემთხვევები, - (ინტერნეტით და საკომუნიკაციო საშუალებებით მოზარდებს შორის ძალადობა, დამცირება) და სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად განხორციელდა პროექტი -,,Safer Internet Day Al"

-ქალბატონო ხათუნი, რა არის პროექტის მიზანი?  

-პროექტის მიზანია: მოვახდინოთ ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რომ World Vision საქართველო მხარს უჭერს ონლაინ ტექნოლოგიების და მობილური ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას. მოვაწყვეთ აქცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - ,,გამოიყენე ინტერნეტიუსაფრთხოდ! ჩატარდა გამოკითხვა თემში  თუ როგორ იყენებს ინტრენეტს მოსახლეობა, იცნობს თუ არა უსაფრთხოების საიტს, პრობლემის შემთხვევაში დახმარების გაწევა. და ყოველივე ამის შესახებ ინფორმაციას ვუზიარებთ უცხოელ პარტნიორ სკოლებს. პროექტის ინგლისურ ენაზე თარგმნაში და კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარა სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - ნათია ტაბატაძე. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით, აქტიური თანამშრომლობისათვის.

იხილეთ სპეციალური კითხვარი 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება