თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯარისკაცებს წერილები მისწერეს
17-12-2018
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N210 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის პარალელურად სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ეწყობა.
კერძოდ, ცოტა ხნის წინ აღნიშნული სკოლის მოსწავლეებმა ჯარისკაცებისათვის წერილები დაწერეს, რითიც მათ მიმართ პატივისცემა და ინტერესი გამოხატეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა მოწაფეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, რომლითაც მოზარდებმა ქვეყნისთვის თავდადებული პირების მიმართ აღფრთოვანება დააფიქსირეს.